ბადრი კვარაცხელიას თქმით, მას ხვიჩასთან "ნაპოლის" შესაძლო დატოვებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა პირადად მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ხვიჩა "პარტენოპეის" დატოვებს.
"სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.
ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ "ნაპოლიში" დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს...
შეგახსენებთ, ხვიჩას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, მალე მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.
ბადრი კვარაცხელიამ შვილის მომავალზე ისაუბრა - როგორი იქნება "იუვესთან" "ნაპოლის" შემადგენლობა
"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა
რაც შეეხება კვარაცხელია -უფროსის და ჯუღელის სველ ოცნებებს- როცა კონტრაქტი იდებოდა, მაშინ უნდა შეგეთანხმებინათ პირობები ( მესმის რომ არ გყოფნით კვალიფიკაცია და განათლება, მაგრამ ვინმე გამოცდილის აზრი გეკითხათ მაინც).აწი ლაურენტისის აზრი და გადაწყვეტილებაა მთავარი, ამათ არავინ და არაფერს არ ეკითხება.ნუ ეხლა, თუ იტალიურ ფეხბუთს რაიმე სანქციები დაადეს,კი გაჩნდება შანსი, არადა ელოდეთ 2027 წელს. ხელფასის მომატებაც მისი კეთილი ნების საკითხია.