მარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

AutoSharing Option
შეუძლებელია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპირველობის მეოთხედფინალური მარცხის შესახებ ცხელ გულზე და დამშვიდებულმა მკვეთრად განსხვავებულად არ ისაუბრო. თბილისში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, პენალტების სერია ჩვენი გუნდის მონაწილეობით, ემოციების ზღვა და განცდა, რომელიც ისრაელის ნაკრებთან დაპირისპირებას წინ სდევდა, რომ ჩვენ ამ ბარიერის გავლა შეგვეძლო. ვნებები დაცხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა ჯამში, ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნებ სწორედ ჩვენი მაქსიმუმი იყო. ამაზე ფიქრსა და წუწუნს უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გვასწავლოს ამ ტურნირმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

სასიამოვნო
იყო იმ ერთიანობისა და შემართების ნახვა, რაც ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა. იყო დრო, როცა არ ვიცით, რამდენად ობიექტურად, არსებობდა განცდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს არ დებდნენ. ახლა ამის გაფიქრებასაც კი ვერავინ იკადრებს, ჩანს, ბიჭები საკუთარ თავზე მაღლა ახტომას როგორ ცდილობენ. არაა დიდი დრო გასული, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონების სხვა დანიშნულებით გამოყენებას რომ ითხოვდა, ახლა კი ბილეთების შეძენა პრობლემური იყო და გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გენიალურ ფილმ "ფეოლას" კადრიც კი გაგვახსენა. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასათავისებელი - ის, რომ ხალხმრავლობა პირველ ტურშიც უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შედეგზე არ უნდა "მიებას" და მეორე - სამწუხაროდ, პოლუსური აზროვნება გარკვეულ ადამიანებში ისევ ჩვეულებრივია. ხვიჩა კვარაცხელიას როლი ქართული ფეხბურთისადმი "დაბრუნებაში", მისით საერთაშორისო დაინტერესებაში, დიდია და არ შეიძლება გაიდეალებიდან პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდეთ, არა! "კვარას" გადაწყვეტილების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, ის ისრაელთან თამაშს მკვეთრად რომ შეცვლიდა, საქმე ხომ ამ დონის ვარსკვლავთან გვაქვს. ისიც ვიცით, ჩვენი ქვეყნისთვის მონატრებულ
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..

Sportall.Ge

მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ,  ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.

როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან.  ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.

Sportall.Ge

შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..

Sportall.Ge

არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...

სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...

სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altU21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
მეშინოდა ასეთი დასასრულის და სამწუხაროდ ასეც მოხდა . ბიჭებს მადლობა მიუხედავად მარცხისა . გაიმარჯვა ფიზიკურად , ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებულმა გუნდმა . არაა ეს ჩვენი ფეხბურთი , არაა ქართული ფეხბურთი ეს და რა ვქნა ? თუ ვინმეს რაიმეთი მოსწონდა ქართული ფეხბურთი , ეს იყო ლამაზი , ტექნიკური , შემტევი თამაში . ასწავლეთ მწვრთნელებო ბავშვებს თავიდანვე ყველაფერი ეს . ვერ ვიხსნებით ბურთის მისაღებად , ვერ ვმოძრაობთ უბურთოდ , არ ჩანს , რომ მეტოქის ნახევარზე რაიმე გვაქვს დაგეგმილი , ვერ ვთამაშობთ პრესინგს , დაცვის დროს საჯარიმოში ვართ ჩაკეტილი , საჯარიმოს ხაზთან თავისუფლად ვაღებინებთ მეტოქეს ბურთს . რაღა დარჩა ? მხოლოდ სურვილი და თავდადება . ამას კი ამ ბიჭებს ვერ დავუწუნებდი . არადა , მხოლოდ ამის ხარჯზე ვერ მოვა გამარჯვებები . ფიზიკა , ტაქტიკა, ფსიქოლოგია !!! წარმატებები ახალგაზრდებო მომავალში !
zaza
03 ივლისი 2023 19:40
2
მატჩებმა მოგვცა გამოცდილება, რომელსაც 30 წელია ვაგროვებთ და ამასობაში მესამე თაობა იცვლება უკვე ქართულ ფეხბურთში. ხომ არაა დროს ეს გამოცდილება შედეგში გადაიზარდოს და სადღაც რაღაცის მიღწევა მოვითხოვოთ?
ჟორა გაბრიჭიძე
04 ივლისი 2023 10:48
0
კარგი წერილია, დროა სიმართლე ვთქვათ. ახალგაზრდებმა ვარჯიშს მკვეთრად უნდა მოუმატონ რომ პრესინგი შესძლონ. ფედერაციამ უკეთესი მწვრთნელები უნდა მოძებნოს. კვარა უნდა დავიცვათ უმადური და დაბოღმილი ტიპებისგან. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჟურნალისტები პასიურობენ და კვარას გვერდით არ უდგანან.
გიორგი
03 ივლისი 2023 11:42
3
ამ ჯგუფში ყველაზე გაუგებარ ფეხბურთს ჩვენი ნაკრები აჩვენებდა .3 პასი წინ სანატრელი იყო.უკან რამდენიც გინდა.
ბაჯო.
03 ივლისი 2023 12:51
3
თამამი სწრაფად მოაზროვნე, ფიზიკურად ათლეტების დეფიციტის გამო არ გვქონდა ბურთი ცენტრალურ ზონაში. ცენტრი ათამაშებს გუნდს, ანაწილებს შეტევებს, ჩვენთან რატომღაც მარტო დიბლიორებს ექცევა ყურადღება. ინტელექტი ცენტრში არაგვააქ! კვეკვესკირიდან კიდე უკან პასი ისწავლლეს და ეგაა უბურთოდ რომ ხარ
beqa
03 ივლისი 2023 14:02
0
სიმართლე ვაღიაროთ და ეს გუნდი ვერც ინგლისს,ვერც საფრანგეთს და უკრაინას ვერ მოუგებდა
ზურა7958სიმა
03 ივლისი 2023 16:41
1
ვეთანხმები ნიკას, კაცს, რომელსაც არაფერში არ ვეთანხმებოდი. არ უნდა ეთამაშა კვარას. ეს ტურნირი , კომუნისტების დროს რომ ბავშვთა შეჯიბრება"ტყავის ბურთის" პრიზზე ტარდებოდა, იმას გავს. საქართველოში რომ არ ჩატარებულიყო, 95%-ს წარმოდგენა არ ექნებოდა მის შესახებ. კვარა ვერაფერს ვერ უშველიდა გუნდს, ისეთი დაბალი დონის არის (გუნდი). ხვიჩას 2 წელია წესიერად არ დაუსვენია. წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა, ფეხბურთი დაგვიბრუნა ქართველებს და ჩვენ კი ვაგინებთ და შეუძლებელს ვთხოვთ. ქართველებო, მიხედეთ თქვენს ჩაოხრებულ საქმეებს, შრომა ისწავლეთ, გულგრილობა და გულარხეინობა მოიშორეთ, მოყვასი შეიყვარეთ, ყველაფერჩიკობას თავი დაანებეთ და ცხოვრება უფრო საინტერესო და ბედნიერი გახდება. კვარას გაუმარჯოოოს!!!
ფეოლა და ჟორა ხვედელიძე
03 ივლისი 2023 12:32
7
ოლიმპიურ თამაშებს რას შეადარებთ? უბანში ბურთის გორაობას?
???
04 ივლისი 2023 03:06
0
დეტალურ განხილვაში ვერ შევალ და არცაა ეს ჩემი კომპეტენცია, მაგრამ როგორც დილეტანტი ერთ პრობლემაზე გავამახვილებ ყურადღებას, ასე მგონია ერთ წრეზე ვტრიალებთ, მთელი ტურნირის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს კინო უკვე ნანახი მქონდა, ეს ყველაფერი ძალიან გავდა ჩრ. მაკედონიასთან წაგებულ თამაშს და საერთოდ ვაისის ნაკრების ხასიათს. როგორც მოგეხსენებათ ქართული ფეხბურთის სტილი ყოველთვის იყო შემტევი, სისწრაფეზე აგებული თამაში, მოწინააღმდეგეები ყოველთვის ცდილობდნენ ტემპის დაგდებას, სხვანაირად განწირულები იყვნენ ტექნიკური და სწრაფი ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ბუნებით ემოციური და ტემპერამენტიანები ვართ, ჩვენი კოზირი არის სწრაფი, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება, სწორედ ასე ამარცხებდა ჩენი წინაპრები ათჯერ უფრო მეტ მტერს. როგორც ვიცი სვანძე ვაისის კადრია, მასთან მუშაობდა და ამიტომაც გავს მისი ტაქტიკა ვაისისას, გუნდი გაყავდა მოედანზე არა მოსაგებად, არამედ რომ არ წაეგო, ფაქტიურად ანტი ფეხბურთი ათამაშა ნაკრებს და შედეგიც ლოგიკური იყო, უსახური თამაშით გავედით მეოთხედფინალში და არაფერი დასამახსოვრებელი დავითაშვილის გოლის გარდა, შედეგიც ნული, ერთით მეტი ჩატარებული თამაში და მეტი ნერვების შლა. ჯობდა გუნდს გახსნილი შემტევი ფეხბურთი ეთამა, ახალგაზრდები უნდა მიეჩვიონ პირველ ნომრად თამაშს, უნდა ეცადო არა იმას რომ არ გაუშვა, არამედ ერთით მეტი გაიტანო, ბიჭები უფრო ლაღად უნდა ათამაშო და ასე ჩამოყალიბდებიან დიდ ფეხბურთელებად. შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული თამაში კი ყოველთვის ასეთ შედეგს მოიტანს. ხვიჩას გადაწყვეტილებას ვეთანხმები, სწორად მოიქცა, ნაკრებს მართლაც ქონდა იმის პოტენციალი რომ მეტისთვის მიეღწია, შესანიშნავი თაობა მოდის და მეტად გამოავლენდნენ თავს რომ არა ეს შეშინებული ტაქტიკა, რაც აფერხებს ფეხბურთის განვითარებას, იმედია ხელმძღვანელობა გააანალიზებს მომხდარს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალგაზრდულ ნაკრებებს ჩააბარებენ შემტევი ფეხბურთის მოყვარულ მწვრთნელებს, რომლებიც ასწავლიან ახალგაზრდობას უბრალო ჭეშმარიტებას რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!...
ელგუჯა
03 ივლისი 2023 18:26
3
არა უშავს ხალხო ამასაც გადავიტანთ!!!მაკედონიასთან წაგება გადავიტანეთ ერთა ლიგის ფინალში ბოლო-ბოლო!!!!
სოსო
03 ივლისი 2023 14:30
0
გადატანით,ყველაფერს გადავიტანთ,მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე გადატანამდე? მოკლედ:შეადარეთ მუდრიკი და კვარაცხელია...
სიმართლე
04 ივლისი 2023 03:13
1
ქართველებს ამ ჩემპიონატის მიმართ კიდევ დაგვრჩა დიდი მოტივაცია-ბათუმის არენაზე მყოფებმა თუ ტელევიზორებთან მოკალათებულებმა ყველამ ინგლის უნდა ვუქომაგოთ.განსაკუთრებით სტადიონზე მყოფებმა,რათა ისრაელის უტაქტო და უზრდელი მწვრთნელი უნდა მიხვდეს როგორ მიჰქარა.ადრე მოსკოვის სპარტაკს ევროთასზე თბილისში უნდა ეთამაშა.ერთი კვირით ადრე დინამოს ეთამაშა თბილისში და ისე ღორულად მოიქცნენ რუსები,რომ როცა ანდერლეხტს შეხვდა ,მთელი სტადიონი ბელგიელებს ქომაგობდა.მატჩის მერე ანდერლეხტის ფეხბურთელებმა დემონსტრავიულად გადაუხადეს მადლობა ქართველებს.თავმოყვარე თუ ხარ ახლაც ასე უნდა გააკრთო.26 საუკნოვანი მეგობრობა მე უნდა მახსოვდეს მარტო?სხვათაშორის შინდლერზე არანაკლები გმირობა ჩაიდინა ქართველმა კაცმა,როცა საკოცენყრაციო ბანაკში ბევრი ებრაელი ქართველად გაასაღა და ქართულ ანსამბლში ჩარიცხვით სიკვდილს გადაარჩინა.ვინმემ თქვა მადლობა? ფილმის გადაღებას ვინ ჩივის.
ენძო
03 ივლისი 2023 13:53
1
აბსოლიტურად მართალი ხართ პატივცემულო. აი 26 საუკუნოვან მეგობრებას რაც შეეხება, ეგ მარტო ქართველ ებრალებთან გვაკავშირებს და ნამდვილად გვიფასებენ და საქართველოც ძალიან უყვართ,ენასაც არ ივიწყებენ და კულტურასაც. ახვა საქმეა დანარჩენი ებრალები მაგათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და რბილად რომ ვთქვათ ობიექტური შეფასებით არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ ჩვენგან, არც საქათველო ადარდებთ მაგათ და არც ოდნავი პატივისცემა არ გააჩნიათ. ასე რომ როცა 26 საუკუნოვან ძმობას ვახსენებთ, ეგ მარტო ქართველ ებრაელებზე ვრცელდება.
890
03 ივლისი 2023 14:12
0
უკრაინას ყველა დაუწვება და გააჩემპიონებენ. ევროვიზიაზეც ხომ ასე ხდება ხოლმე
ზურაბ
03 ივლისი 2023 11:41
22
რა თქმა უნდა გული დამწყდა კვარამ და მიქაუტაძემ, რომ არ ითამაშეს, თUმც ვეთანხმები სტატის ავტორს, არ არის ეს ტურნირი შემდგერი ვარსკვლავების ტურნირი.
ამასთან უნდა ავღნიშნო რომ პირველი ნაკრების ფეხბურთელებმა ძალიან გააძლიერეს 21 წალამდელები და მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა!
Irakli
03 ივლისი 2023 12:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული