U19 | ჩრდ. მაკედონია 2:6 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სკოპიეში, მასპინძელი ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდე გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 6:2.

უხვგოლიან მატჩში, ანგარიში ნიკოლოზ ყველაშვილის პასის შემდეგ სანდრო ავალიანმა გახსნა. ამ ეპიზოდიდან მალევე, ისევ სანდრო ავალიანმა და შემდეგ ნიკოლოზ ნინიძემ მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლეს და სხვაობა 3-მდე გაზარდეს.

მასპინძლებმა, პირველ ნახევარში, სხვაობის შემცირება, 31-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ანეს მელიქი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად დახვდა და თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა.

მეორე ნახევრი, მეტწილად ორი გატანილი პენალტის ფონზე წარიმართა, თავი - ლექსო ფეიქრიშვილმა და ნიკოლა
ველიჩოვსკიმ გამოიჩინეს. მატჩის მიწურულს კი 19-წლამდე ნაკრების ფორმით გოლის გატანა - გიორგი გოგსაძემ და დანიელ ქვარცხავამ შეძლეს - 2:6.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ტესტ მატჩს 14 აგვისტოს, ისევ სკოპიეში, პეტარ მილოშევსკის სახელობის მოედანზე გამართავს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვახ, შენ გენაცვალე რა ითამაშეს ბიჭებმა და დანიელ ქვარაცხავამ, ხო საერთოდ რა "კვარას" დრიბლინგი მოაწყო. საქართველო და საქართველოში, სამეგრელო არის ნიჭიერი ბავშვების საბადო და ერთი გუნდი, იმედია. მალე იქნება უმაღლეს ლიგაში!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
09:37 13-08-2023
6
ლ. კობიაშვილის უშუალო ძალისხმევით მოხდა ისე, რომ U19 წლამდელებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე აღარ იქნება რეიტინგიდან გამომდინარე კლუბების დაშვება, არამედ დაიშვებიან ყველა კლუბები, მათშორის ჩვენი. ეს კიდევ უფრო განავითარებს ამ ორმოს, რასაც ჰქვია U19 და პატარები!
ლაშა
09:34 13-08-2023
8

სიახლეები პოპულარული