U21. საქართველოს ნაკრებმა გიბრალტართან 2:0 იკმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 2:0 დაამარცხა.

სვანაძის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ჯერ მეტოქის კარი ოთარ მამაგეიშვილმა დალაშქრა, ცოტა ხანში კი ახალწვეულმა, „პაოკის“ თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა. შემდეგ ტემპი დაეცა, საქართველოს ნაკრები ძალდაუტანებლად თამაშობდა, მეტოქეს სჯაბნიდა, მომენტებს ქმნიდა და ვერ იყენებდა. ყველაზე რეალური შანსი შეცვლაზე შესულ იობაშვილს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და საბოლოოდ ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 სექტემბერს გასვლაზე მოლდოვასთან ჩაატარებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - გიბრალტარი 2:0
გოლები: ო.
მამაგეიშვილი (10), 2:0 გორდეზიანი (17)

საქართველო: მაქაცარია, რუხაძე, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე (მორჩილაძე 71), ოდიშარია (ოგბაიძე 72), ო. მამაგეიშვილი, გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (აბუაშვილი 86), მაისურაძე, სიგუა (ცხოვრებაშვილი 46)

მკითხველის კომენტარები / 20 /
სადღაც ნახევარი საათით ადრე მორჩა გოგონების მატჩი ლიგის საკვალიფიკაციოზე მილონჯერ უფრო მაგარი და დაუჯერებელი ამბით
ნოდო
06 სექტემბერი 2023 21:54
1
ტრანსლაციაზე ფული დაზოგეს? მთელი დღე ველოდებოდი. ვულოცავ ნაკრებს
ვანჩოპე
06 სექტემბერი 2023 23:44
0
რა ბევრი მომენტიო, რა ბურთი თავზე გადაახიესო რეებს წერთ? გვერძე და უკან პასების გარდა არაფერი გაუკეთებიათ. ტიპებმა ფეხბურთის თამაში არ იციან. გიბრალტარის ახალგაზრდებს ორ ნიშნა ანგარიშით უნდა ვუგებდეთ.
ave
06 სექტემბერი 2023 22:30
4
იკმარა რა, მეტის ერთი ადგილი არა აქვს და რა ქნას
gega
07 სექტემბერი 2023 01:40
12
მინდა მოგმართოთ, მოეგეონათ თამაში? ძალიან ცუდად ითამაშეს. ყველაზე სუსტ გუნდთან 2:0 რომ იგებ. ასე იყო კალათბურთში ვეთამაშეთ ყველაზე სუსტ გუნდს მსოფლიოზე და არანაირი ტაკტიკა ,კომბინაციები რომ უკეთესები გავხდეთ
ბექა
06 სექტემბერი 2023 23:55
4
გოგონების ფეხბურთი გააშუქეთ.
დიმა
06 სექტემბერი 2023 22:11
4
მოიგეს და ვულოცავ, მაგრამ ამდენი მომენტი ამ ასაკში ვერ გამოიყენო, უკლასობა და მეტი არაფელი, სხვა გუნდი კი არ შეგაქმნევინებს ამდენ მომენტს
გოგა
07 სექტემბერი 2023 10:06
1
CV-ს შესავსებათ რომ არიან გამოძახებული ხალხი ნაკრებში მაგის ბრალი ხომ არ არის გიბრალტართან 2-0? ჯერ ეროვნული ნაკრები რა არის გიბრალტარის და ახალგაზრდული რაღა იქნება, ნებისმიერი ქართული კლუბის U21 უნდა უგებდეს გიბრალტარს უფრო დამაჯერებლად.მაგრამ ესე იცის ისეთი ხალხის გამოძახებამ რომლებიც არ იმსახურებენ ამას.
საქართველო
07 სექტემბერი 2023 06:37
6
სულ ახლახანს არ იყო ამ გუნდმა რომ სასწაულები მოახდინა ევროპაზე? უხერხულია ასეთების ლაპარაკი. მაგრამ ნაცებისთვის უხერხული არაფერია.
odala
07 სექტემბერი 2023 12:08
2
შეგიძლიათ მითხრათ სად უყურეთ პირდაპირ რეპორტაჟს ?
Irakli
07 სექტემბერი 2023 02:36
0
ამ ნიჭიერ ბიჭებს ბევრი შეუძლიათ და მიაღწევენ კიდეც!
ბევრს შერცხვება მაშინ საკუთარი სულმოკლეობისა.
წინ,ჩვენო საქართველო,ყველგან და ყველაფერში!!!
მინდია
07 სექტემბერი 2023 13:44
0

სიახლეები პოპულარული