ახალგაზრდულმა ბათუმში პირველი ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შემოდგომის სანაკრებო ციკლს 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ბათუმის "აჭარაბეთ არენა" უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ლეგიონერები - გიორგი კვერნაძე, საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე, გუნდს ხვალ შემოუერთდებიან. ასევე, იტალიური "ემპოლის" მცველს - საბა გოგლიჩიძეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, 21-წლამდელთა შემადგენლობაში "თელავის" წევრი - დავით გოგოტიშვილი შეცვლის, რომელიც თანაგუნდელი ლადო ოდიშვილის მსგავსად, ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

21-წლამდელთა მიმდინარე
შეკრებას დისციპლინარული სანქციის გამო უკრაინული "პოლისია ჟიტომირის" მცველი გიორგი მაისურაძე (გაძევება) გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი) და გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) ვერ დაეხმარებიან.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (თელავი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

ბათუმის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს გასული ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუცილებლად მოსაგებია ეს ჯგუფი და ეს თამაში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული