U17 | საქართველო 1:2 ავსტრია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, ქუთაისში, ავსტრიასთან მინიმალური სხვაობით - 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე, თავური დარტყმით სტუმართა ფორვარდმა - ოგენეტიჯირ ადეჯენუგურემ გახსნა. 59-ზე რეზი დანელიას ეფექტურ გარღვევას და პასს გიორგი გვასალიას გოლი მოჰყვა - 1:1. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში კი ისევ ადეჯენუგურემ დააფიქსირა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, დანიის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დღეს ლიეტუვა 4:1 დაამარცხა. დანიასთან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ინგუში რატომ არ გამოიძახეს იცით ვინმემ? ისე მონაკოს და ბორმუთის ფეხბურთელები რომ შეცვლაზე გეყოლება, დანარჩენები უნდა დაფრინავდნენ მაშინ არა?
Givi
21:32 11-10-2023
0
ვინ არის ამ გუნდის მწვრთნელი?არაფერი არ ემჩნევა მწვრთნელობის.
0

სიახლეები პოპულარული