U21 | მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში - ახალგაზრდული ხვალ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩს ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.

დღეს მასპინძელ სტადიონზე 21-წლამდელებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უპასუხა.

რამაზ სვანაძე: "ვფიქრობ, რომ გუნდში განწყობა ძალიან კარგია, პოზიტიურია და ვეცდებით, რომ ხვალ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ.

ამ თამაშებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც შანსს იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რეალურად ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში - ეს მათთვის და ასევე ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.

ვიცი ჩემი გუნდის
ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ვინც მინდორზე გამოვა, ვინც თადარიგში იქნება, ან საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდება - მიზანი ყველას მხოლოდ ერთი ექნება, რომ რაც შეიძლება დადებითად და წარმატებულად დავამთავროთ ხვალინდელი შეხვედრა".

ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტა მადლობა ღმერთს ათამაშდნენ.
ჯუჯი
18:24 12-10-2023
0
რა უბედურებაა. პირველი 15 წუთის განმავლობაში ერთი ზუსტი პასი არ გაუკეთებიათ,უმარტივეს პოზიციაშიც კი.
პირველად თამაშობენ ფეხბურთს.
ჯერჯერობით საშინელებაა.
ჯუჯი
18:16 12-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული