U17. საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ელიტ რაუნდში გასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურში სახლში დანიას 2:1 სძლია.

ჯგუფში 6 ქულით ლიდერი ავსტრიაა, დანიას და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო ლიეტუვა უქულოდაა. 17 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ლიეტუვას დაუპირისპირდება. ელიტ რაუნდში ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გადის და აგრეთვე ჯგუფებიდან საუკეთესო ხუთი მესამეადგილოსანი.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
საქართველო - დანია 2:1
გოლები: 1:0 გუსტაფსენი (35, საკ. კარში), 2:0 ელისაშვილი (45+2), 1:2 ტორნვიგი (56)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან სუსტი ნაკრებია. ორივე გოლი მეტოქის შეცდომის შედეგად გავიდა და არა ჩვენი გააზრებული შეტევიდან. ძალიან გვიჭირდა ზოგადად შეტევის ორგანიზება და ფაქტობრივად ვერც ვუტევდით. სულ დაცვაში ვიდექით და ვცდილობდით ბურთი მოგვეშორებინა.დიდი ხანი დროის გაწელვას მოუნდნენ "ტრავმებით".მონაკოს და ბორნმუთის ფეხბურთელი სკამზე ცოტა უცნაურია. ყოველთვის ასე არ გაგვიმართლებს და სხვა ძლიერი მეტოქე აუცილებლად დაამტკიცებს ამას. ნუთუ არ გეცოდებათ ეს ბიჭები, რომ უკლავთ მომავალს. ქართველებს ისეთი ნიჭიერი ბიჭები გვყავს, სხვა ასეთ ნიჭს მაგრად მოუფრთხილდებიდა, მოუყვანდა მაგარ უცხოელ სპეციალისტს და აქ მგონი ვინ რამდენს ითამაშებს, ეგეც ზევით წყდება
1
ყოჩაღ,ყმაწვილებო!ასე გააგრძელეთ!!
მაო
21:52 14-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული