21-წლამდე ნაკრები, შვედეთთან მატჩს შემადგენლობაში ცვლილებებით შეხვდება - ნიდერლანდებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ, თბილისის დინამოს ფორვარდი - ჯადული იობაშვილი გუნდს მოახლოებულ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება.
ჯადული იობაშვილის დანაკლისს, რუმინული პეტროლულის შემტევი - გიორგი აბუაშვილი შეავსებს. ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებს შვედეთთან მატჩში, ეროვნული გუნდში გამოძახებული გაბრიელ სიგუა დაეხმარება, რომელიც 21-წლამდე ნაკრების შეკრებას ხვალ შემოუერთდება.
U21 | შემადგენლობა
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).
სამი ტურის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ნაკრებებს ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ. პრინციპული შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge
გახსოვდეთ ბიჭებო რომ თქვენს გვერდით არის მთელი საქართველო და უნდა გვასახელოთ