წლის ბოლო მატჩი სკოპიეში - ახალგაზრდულის შემადგენლობა და განრიგი

AutoSharing Option
U21 | ჩრდ. მაკედონია V საქართველი | 16:00

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს, წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრებს, ჩვენი ახალგაზრდული 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება. სკოპიეში გასამართი მატჩისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო
თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდების და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ, შვედეთთან საგრძნობი უპირატესობის ფონზე გამართული მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.

4 მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოგბაიძეს მაფიოზი ბაბუის შიშით იძახებთ?! აბა ფეხბურტელობის მაგას არაფერი ცხია და
შოთა
22:59 09-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული