პირველი ვარჯიში სკოპიეში - ახალგაზრდული ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრებს ჩვენი ახალგაზრდული 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული "პაოკის" ფორვარდი - ვასილიოს გორდეზიანი, გუნდს ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება. ტრავმირებულის ნაცვლად, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებას "კოლხეთი 1913"-ის შემტევი დემეტრე გვასალია შეუერთდა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა
გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდების და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ შვედეთთან საგრძნობი უპირატესობის ფონზე გამართული მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.

4 მატჩის შემდეგ საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებს. ადმინ დაწერე ხოლმე სად შეიძლება ვუყუროთ თამაშს. თუ რეპორტაჟი არაა ეგეც დაწერე
ვანჩოპე
10:18 15-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული