19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და კვიპროსი 2:0 დაამარცხა.

23-ე წუთზე ანგარიში ცოტნე ბერელიძემ გახსნა, 81-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დაჩი ლორთქიფანიძემ დააფიქსირა.

დღეს ამავე ჯგუფში ესპანეთი მოლდოვას შეხვდება.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 18 ნოემბერს მოლდოველ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ვნახე თამაში და ჩვენი უკანა ხაზი ძალიან მომეწონა, კარგი ბიჭები იზრდებიან, მაგრამ შეტევაში გვიჭირს, რატომღაც ისევ არ ჩანს შედეგიანი ფორვარდი და ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს უკვე, ამაზე უნდა კარგად იმუშავონ საბავშვო აკადემიებში, თორემ ცოტა ხანში გვეყოლება 5 ძლიერი მეკარე 10 ძლიერი მცველი, 15 ძლიერი ნახევარმცველი და ფორვარდები საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ისევ???
Givi
18:09 15-11-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული