U21: საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია დაჯაბნა და მამაცაშვილის ულამაზესი გოლით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. 

ახალგაზრდა "ჯვაროსნები" მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა ერთადერთი გოლი 54- წუთზე საბა მამაცაშვილის საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლით გაიტანეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა და 10 ქულით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ჩვენს მთავარ კონკურენტ შვედეთს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. 

შემდეგ შეხვედრას რამაზ სვნაძის გაწვრთნილები უკვე 2024 წელს გამართავენ და 26 მარტს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, აბუაშვილი(ეგოიანი 90), გაგნიძე, ლომინაძე(ოსისყმაშვილი 72), ოდიშარია(ოგბაიძე 90), ო. მამაგეიშვილი(გ.მამაგეიშვილი 62), კვერნაძე

სკოპიე. „პეტარ მილოშევსკი“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:1
გოლი: მამაცაშვილი (54)
გაძევება: მაისურაძე (90+11), ილიევსკი (90+11)

მკითხველის კომენტარები / 25 /
ნამდვილად დასაფასებელია ბოლომდე ბრძოლა და ჟინი, ყოჩაღ ! მაგრამ ბევრ კომპონენტზე აქვთ სამუშაო, ამდენი მომენტის გაფლანგვა არ შეიძლება! ფლანგიდან რომ შედიხარ და კუთხიდან ურტყავ... მცირე კომბინაციები უნდა ჰქონდეთ დამუშავებული, ოდნავ უკან პასი მაგ დროს ეგაა,,, მოკლედ სამუშაო ბევრია, უყურეთ თამაშს მთელმა ნაკრებმა და სამწვრთნელო შტაბმა და შეტევის კომბინაციები დაამუშავეთ არსებული გამოუყენებელი მომენტების მაგალითზე! წარმატებები!
R.M.
09:58 17-11-2023
0
სათქმელი ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაც ვნახე, ბიჭებმა, თითქმის ორივე ტაიმი, მაღლა აწეული, აქტიური პრესინგი ითამაშეს, არ ყოფილან ფიზიკურად სუსტები. ტემპიც არ იყო დაბალი. ყოჩაღ, მართლა გაკვირვებული ვარ, თუმცა მომენტების რეალიზაცია, ძალიან გვიჭირს.
დიდება საქართველოს!
ლევანი
21:59 16-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული