U19. საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასაც სძლია და ელიტრაუნდის საგზური თითქმის მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში მოლდოვა 2:1 დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მასპინძლები დებიუტში ბერელიძის მოპოვებული პენალტით შეროზიამ დააწინაურა, 35-ე წუთზე ბოცანმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. 65-ე წუთზე კი შეროზიამ დუბლი შეასრულა და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ორი ტურის შემდეგ მაისურაძის გუნდს 6 ქულა აქვს და 21 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საქართველო - მოლდოვა 2:1
გოლები: 1:0 შეროზია (8, პენ), 1:1 ბოცანი (35), 2:1 შეროზია (65)
გაძევება: იაჩკო (90+6)

საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი,
ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე, ბერელიძე (მაშავა 78), ფეიქრიშვილი (გეგუჩაძე 61), ლორთქიფანიძე, სამუშია (ბასილაძე 75),  შეროზია

მკითხველის კომენტარები / 7 /
დავესწარი ორივე მატჩს და პირველში ნაკლებად და დღეს სიამოვნება მივიღე, მეორე ტაიმში როგორც იქნა ფეხბურთი ვითამაშეთ, ჯიგრით იყვნენ ბიჭები და 13 ნომერი ლორთქიფანიძე ჩემი აზრით ჩამოყალიბებული ფეხბურთელია,რაღაცით ყიფიანს, ჩაკვესაც, ბელინგემსაც მაგონებს და ამ ბიჭის დიდი წვლილია რომ ჯგუფიდან გავედით.მგონი საოცარი საყრდენი გვეზრდება, კარგი იყო 9 შეროზიაც და დაცვის ცენტრი, 3 და 4 ნომრებიც.
ზეზვა
18 ნოემბერი 2023 21:57
0
რატომ "თითქმის", ამას ვერ ვხვდები.
არ ჰყოფნით 2 მოგება?
მე-2 ადგილოსანი ხომ გადადის ელიტ-რაინდში.
პს
მე ის მიკვირს ესპანეთი რანაირად აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში.
₾ადო
18 ნოემბერი 2023 19:43
0
ესპანეთი-კვიპროსი არ იყო მაგ დროს დამთავრებული და კვიპროსს ქონდა თეორიული შანსი. ახლა უკვე გადაწყვეტილია, რომ ესპანეთი და საქართველო გავიდნენ ამ ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში.
შაკო
18 ნოემბერი 2023 22:08
0
რა გაუგებრობაზე საუბრობ? მხოლოდ 1 გუნდი (მოცემულ მომენტში ევროპის რეიტინგით ყველაზე მაღლა მდგომი) პორტუგალიაა პირდაპირ დაშვებული ელიტ-რაუნდში, დანარჩენი ყველა საკვალიფიკაციოში მონაწილეობს.
შაკო
18 ნოემბერი 2023 22:07
0
სამუშია იმ სამუშიას შვილიშვილია, მამა ექიმი ყავს, თვითონ ბაბუის გზას დაადგა და..
მაგარია სამუშია, მართლა მაგარია!
კ ო მ ბ ლ ე
18 ნოემბერი 2023 18:39
2
ეს სამუშია ისევ 19 წლამდელებშია? 8-9 წლის წინაც ხო იყო,მერე ზუგდიდში თამაშობდა,ასაკი არ ემატება?
Levani
18 ნოემბერი 2023 18:03
10
ნამდვილად სხვაში გეშლებათ ყოველი ახალი ციკლის დაწყებისას ახალი ხალხით ივსება ნაკრები ძველი 19 წლიანები ზემოთ ასაკიანში გადადიან მითუმეტეს 8-9 წელი ფიზიკურად ვერ მოხდება მსგავსი რამე
ნოდო
18 ნოემბერი 2023 18:45
0

სიახლეები პოპულარული