რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს, და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. მიმდინარე კონტრაქტი 42 წლის სპეციალისტთან ერთი წლით გაგრძელდა, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

რამაზ სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს. მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ახალგაზრდულმა ნაკრებმა 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა და 6 მატჩი ფრედ დასრულდა.

ამ პერიოდში 21-წლამდელთა ნაკრების ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უკავშირდება, სადაც რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში პორტუგალიას, ბელგიას და ნიდერლანდებს
აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. "დინამო არენაზე" გამართულ მეოთხედფინალში კი გუნდი ტურნირს ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა.

რამაზ სვანაძე ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2018 წლიდან მუშაობს, ჯერ 18 წლამდე, შემდეგ კი 19 წლამდე ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში 19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველი ადგილით დაძლიეს, ხოლო 2020 წელს გასამართი ელიტ რაუნდი პანდემიის გამო აღარ ჩატარდა.

ალექსანდრე იაშვილი: “ძალიან მიხარია, რომ რამაზ სვანაძემ თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მიმდინარე ციკლის ბოლომდე გააგრძელა ხელშეკრულება. ჩვენ ისე მოვდივართ და ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ხელს რომ ჩამოვართმევთ, ვიცით, რომ ერთმანეთს ვენდობით, გვსიამოვნებს ერთად მუშაობა და ამიტომ ვადას არ აქვს აქ მნიშვნელობა. რამაზისთვისაც და ჩვენთვისაც, მთავარი ის არის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ეროვნულ გუნდებს.

აღსანიშნავია, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას და დღეს ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით პირველად გვაქვს რეალური შანსი, რომ ახალგაზრდული ნაკრები უკვე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამ კუთხითაც წელს უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და მინდა წარმატება ვუსურვო რამაზს, მის სამწვრთნელო შტაბს და მთლიანად გუნდს.”

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
სასურველია 16 წლიანებში დაინიშნოს მწვრთნელი რომელიც 21 წლიანში დაასრულებს ასაკობრივის მიხედვით
ბათუმელი ექსპერტი
24 იანვარი 2024 18:35
1
რამაზი კარგი სპეციალისტია და ეს უკვე დაამტკიცა.შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო,რომ მწვრთნელმა ნაკრების შენება,ყველაზე დაბალი ასაკიდან დაიწყოს და ზრდასრულობამდე,ყველა ასაკობრივში გადაჰყვეს,ბოლომდე,მაგრამ როცა ყველა ასაკში,მწვრთნელები შეთანხმებულად მუშაობენ და ერთმანეთს ენდობიან,არც ეს ვარიანტი უნდა იყოს,მიუღებელი.წარმატებებს ვუსურვებ რამაზსაც და ნაკრებსაც.იმედი ვიქონიოთ,რომ წლევანდელი შემადგენლობა,შარშანდელზე უკეთესი ტალანტებით იქნება დაკომპლექტებული და უმტკივნეულოდ შეაღებენ,პირველი ნაკრების კარს.
სოსო
24 იანვარი 2024 20:30
1
მეც მომწონს, კარგი მწვრთნელია და სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ახალგაზრდულში, მაგრამ ებრაელებთან დაპირისპირებამ გამოაჩინა მისი ტაქტიკური ნაკლი, რაც ყველა ქართველი მწვრთნელისათვის არის დამახასიათებელი - უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი. ებრაელები თავიანთი სწრაფი გადასვლით შეტევაში, მახვილგონივრული გახსნებით და მანევრებით დიდ პრობლემებს უქმნიდნენ ჩვენს დაცვას და მიუხედავად ჩვენი ფეხბურთელების თავდადებისა, შეხვედრამ მათი უპირატესობით ჩაიარა. ეს მახვილგონივრული სათამაშო კომპონენტი - სწრაფი გადასვლა და შემტევების დროული მანევრი, გახსნა, უბურთოდ მოძრაობა ვერაფრით ვერ ავიყვანეთ არათუ სათამაშო ფილოსოფიის დონეზე, ელემენტარულ ტაქტიკის დონეზეც კი. არადა დღევანდელი წარმატებული მწვრთნელები, ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, ამ ფაქტორს დიდ ყურადღებას აქცევენ. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს ბატონი რამაზი ამასთან დაკავშირებით. გულშემატკივრებს მწვრთნელებთან ურთიერთობის ელემენტარული საშუალება არა გვაქვს. ფედერაცია მწვრთნელის დანიშვნისას არავის მოსაზრებას არ ითვალისწინებს, თითქოს ეროვნული ნაკრები და ფეხბურთი მარტო ფედერაციისათვის არსებობს. ჟურნალისტების უმრავლეს შემთხვევაში კრიტიკულ კითხვებს ერიდებიან. იქნებ ითავოს რედაქციამ ინტერნეტ პრესკონფერენციის მოწყობა და გულშემატკივართა შეკითხვებს ბატონმა რამაზმა ონოლაინ თუ არა, ინტერნეტის მეშვეობით უპასუხოს.
თენგაბი
25 იანვარი 2024 12:31
0
Შენი ექსპერტობით ბათუმის გორის დილა ხო ააყვავე და ეხლა U21-ის ჯერია ეტყობა.წადი ციტრუსს მიხედე რა...
Ბათუმელ ვითომ ექსპერტს
24 იანვარი 2024 21:39
7
რა შუაში იყო ეს კომენტარი?
მე ჩემი მოსაზრება დავწერე
ბათუმელი ექსპერტი
25 იანვარი 2024 08:35
0
მართლა რა საჭიროა ასეთი აგდებული ტონი. გამოთქვა კაცმა თავისი მოსაზრება - ან მოიწონე ან არ დაეთანხმე. თან შეიძლება არა აქვს ციტრუსის ბაღი. ახლა ამან რომ შემოგიბრუნდეს და გითხრას, შენს ამღვრეულ ტვინს მიხედეო, მოგეწონება. ზრდილობის ელემენტარული ნორმები დაიცავით
კოკო
25 იანვარი 2024 12:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული