სამი ახალწვეული - რამაზ სვანაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები კალენდარულ სეზონს 22 მარტს, თურქეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩით დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე პენდიკის სტადიონი უმასპინძლებს.

სტამბოლის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

21-წლამდელთა მოახლოებულ შეკრებას დისციპლინარული სანქციების გამო გიორგი მაისურაძე (გაძევება) და ნოდარ ლომინაძე (სამი გაფრთხილება) გამოტოვებენ. ტრავმის გამო კი გუნდს ჯადული იობაშვილი ვერ დაეხმარება. მოახლოებული მატჩებისთვის
საწვრთნელ პროცესში ახალგაზრდულის სამი ახალწვეული - ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ სიხარულაშვილი და დავით ზურაბიანი, მიიღებს მონაწილეობას.

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლუკა ლაცაბიძე (შახტარი დონეცკი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში ჩვენი ახალგაზრდული 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ მომწონს ეს მწვრთნელი.
semi
15:48 15-03-2024
3
სვანაძეს საკუთარი ოჯახის წევრები ყავს ნაკრებში დასაქმებული ეს ნორმალურია? გარდა ამისა მეწვრილმანე ჩარჩის თვისებებიც გამოამჟღავნა ბიჭების ანაზღაურებით ინტერესდებოდა..
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული