ევროპის ელიტრაუნდის პირველ ტურში, იტალიის ქალაქ მანცანოში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩეხ თანატოლებთან 0:1 დამარცხდა.
მეტოქემ გოლი დებიუტშივე გაიტანა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.
ჩვენს ჯგუფში აგრეთვე შოტლანდია და იტალია ასპარეზობენ, შემდეგ ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. ფინალური ტურნირი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.
ვასილ მაისურაძის გუნდი 23 მარტს შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს - მასპინძელ იტალიას.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კურტანიძე, ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ნ. ცეცხლაძე, ბერელიძე (ბასილაძე 63), გ. ცეცხლაძე (გეგუჩაძე 75), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ფაღავა 75),
სამუშია (ფრიდონიშვილი 81), შეროზია (მაშავა 63).
როგორ ფიქრობთ ასეთი მამიკოების დაკვათა როგორია? მხოლოდ და მხოლოდ ფორვადი უნდა იყოს მოსი შვილი, აბა დაცვაში სათამაშოდ ვინ მიიყვას
შედეგი? შედეგი სახეზეა, ქართული შემტევი ფეხბურთი დარჩა უფორვადოდ. ნიჭიერი თავდამსხმელები ან უკან დაცვაში, ან სათადარიგოში ან სულაც სახლში