U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ელიტრაუნდის პირველ ტურში, იტალიის ქალაქ მანცანოში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩეხ თანატოლებთან 0:1 დამარცხდა.

მეტოქემ გოლი დებიუტშივე გაიტანა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

ჩვენს ჯგუფში აგრეთვე შოტლანდია და იტალია ასპარეზობენ, შემდეგ ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. ფინალური ტურნირი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.

ვასილ მაისურაძის გუნდი 23 მარტს შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს - მასპინძელ იტალიას.

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კურტანიძე, ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ნ. ცეცხლაძე, ბერელიძე (ბასილაძე 63), გ. ცეცხლაძე (გეგუჩაძე 75), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ფაღავა 75),
სამუშია (ფრიდონიშვილი 81), შეროზია (მაშავა 63).

მკითხველის კომენტარები / 12 /
თამაში არსად არ იყო რომ გვენახა,მაგრამ რამდენიმეს ველაპარაკე ბიჭებს,ვინც ითამაშა ჩეხეთთან და ყველა ერთს იძახის,არ უნდა წაგვეგოო,შეიძლებოდა მოგებაცო,იმდენი საგოლე მომენტი იყოო.პირველი 20წთ გაგვიჭირდაო და შემდეგ ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშსო.ენახებინათ სადმე კაი იქნებოდა
ანრი
21 მარტი 2024 11:24
0
გლახა მოცეკვავეს ერთი ადგილი უშლიდა ხელსო. თავს ვერ დავდებ ჩემი ნათქვამის ასპროცენტიანობაზე, მაგრამ არ მინდა არასწორი მიმართულებით გავაგრძელოთ მიზეზთა ძიება. რა თქმა უნდა, სიმაღლე ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი და არა ფეხბურთში. ამის საილუსტრაციოდ მესხი, გერდ მიულერი, მარადონა, მესი კმარა. ჩემი აზრით, უფრო გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყანაში მწვრთნელთა მომზადების და გადამზადების სისტემის ხარვეზებია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელთა არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვიდმეტწლიანებშიც და ცხრამეტწლიანებშიც რამდენიმე ბავშვი არის, რომელთაც ევროპის ტოპ ლიგების სკაუტები აკვირდებიან, გუნდურ ქმედებებში და ტაქტიკურ მომზადებაში ლამის საუკუნით ჩამოვრჩებით. უბურთოდ მოძრაობა, თამაშის გაშლა, მოედნის ცენტრის სწრაფად გავლა, ჯერ კიდევ ყამირია ჩვენი მწვრთნელებისათვის. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ შედეგი სახეზეა.
თენგაბი
21 მარტი 2024 10:16
1
ფულიანი მამიკოების შვილები. . .შენ შეკრებებზე უნდა ნახო ნახევარმილიონიანი მანქანებით მიყავთ მოყავთ. . რა ფეხბურთი არა იხვი. . . პარალელურად მუსიკაზე დაყავთ. . კომუნისტების დროს პასპორტში კნინობითი სახელები არ იწერებოდა. . ხოდა ეხლა გუკა,ზუკა,იკა,მიკა და ელგებედე სახელები და მისი ჯანი. . ფეხბურთი არა შვანგირაძე
ნაპოლეონი
21 მარტი 2024 09:08
1
არა უშავს ბიჭებო წაგება, ტრაგედია არ არის წინ კარგი თაშები გელოდებათ და წარმატებებს გისურვებთ!
გაიოზი
21 მარტი 2024 00:35
0
წარმატებები!!!!!!!
ტოტო
20 მარტი 2024 23:50
0
ტრანსლაციაზე ფული მოჟმოტეს. არც ერთი თამაში არ ანახეს დღეს
ვანჩოპე
20 მარტი 2024 21:48
1
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ დინამოს და საბურთალოს აკადემიები გამტან ბომბარდირ ფორვარდებს რატომღაც ვერ ზრდიან, უკვე მერამდენე კარგი თაობა წამოვიდა ამ აკადემიებიდან, მაგრამ არცერთი გოლეადორი, ამაზე ფიქრი და მუშაობაა საჭირო, ამ აკადემიებზე არის აგებული ყველა ნაკრები ფაქტიურად.
Givi
20 მარტი 2024 21:11
0
საქართველოს ბომბარდირები არ უჭირდა სანამ ფულიანი და გავლელიანი მამიკოები ჩაერეოდნენ მწვრთნელის ფუნქციებში.
როგორ ფიქრობთ ასეთი მამიკოების დაკვათა როგორია? მხოლოდ და მხოლოდ ფორვადი უნდა იყოს მოსი შვილი, აბა დაცვაში სათამაშოდ ვინ მიიყვას
შედეგი? შედეგი სახეზეა, ქართული შემტევი ფეხბურთი დარჩა უფორვადოდ. ნიჭიერი თავდამსხმელები ან უკან დაცვაში, ან სათადარიგოში ან სულაც სახლში
გიზოგ
21 მარტი 2024 14:23
0
ორივე ნაკრებმა,უგოლო მატჩები ჩაატარა.ბომბარდირები არ გვყავს.გოლის გატანა გვიჭირს.გოლის გარეშე,თამაშს ვერ მოიგებ.
სოსო
20 მარტი 2024 20:20
0
მაგარი მწვრთნელი და სელექცია რომ ყავს გუნდს, მაგიტომ. ამ მაისურაძეს და ჩიტაურს ჯვარი აქვთ დაწერილი ასაკობრივ ნაკრებებზე?
გიორგი
20 მარტი 2024 19:50
5
უბრალოდ ქოცებს უჭერენ მხარს, სულ ეგ არის, მაგ პრინციპით იყო რაგბის მთავარი მწვრთნელიც და რა შედეგიც მივიღეთ ყველამ ვნახეთ. დაუჭირეთ ხიხოს მხარი და მალე ნაკრებიც აღარ გვეყოლება და დავბრუნდებით დიად საბჭოეთში
გიორგის
21 მარტი 2024 10:28
0
ნეპოტიზმიიიი
ვაჟა
20 მარტი 2024 20:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული