U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ელიტრაუნდის პირველ ტურში, იტალიის ქალაქ მანცანოში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩეხ თანატოლებთან 0:1 დამარცხდა.

მეტოქემ გოლი დებიუტშივე გაიტანა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

ჩვენს ჯგუფში აგრეთვე შოტლანდია და იტალია ასპარეზობენ, შემდეგ ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. ფინალური ტურნირი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.

ვასილ მაისურაძის გუნდი 23 მარტს შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს - მასპინძელ იტალიას.

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კურტანიძე, ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ნ. ცეცხლაძე, ბერელიძე (ბასილაძე 63), გ. ცეცხლაძე (გეგუჩაძე 75), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ფაღავა 75),
სამუშია (ფრიდონიშვილი 81), შეროზია (მაშავა 63).

მკითხველის კომენტარები / 12 /
ორივე ნაკრებმა,უგოლო მატჩები ჩაატარა.ბომბარდირები არ გვყავს.გოლის გატანა გვიჭირს.გოლის გარეშე,თამაშს ვერ მოიგებ.
სოსო
20:20 20-03-2024
0
მაგარი მწვრთნელი და სელექცია რომ ყავს გუნდს, მაგიტომ. ამ მაისურაძეს და ჩიტაურს ჯვარი აქვთ დაწერილი ასაკობრივ ნაკრებებზე?
გიორგი
19:50 20-03-2024
5

სიახლეები პოპულარული