
უზბეკეთთან მატჩის მსგავსად, თურქმენეთთან შეხვედრაშიც, ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მე-16-ე წუთზე, გიორგი ლაგვილავას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლი გიორგი გორგაძის ანგარიშზეა, რომელმაც ტურნირზე თავისი მესამე გოლის გატანა შეძლო.
შეხვედრის მიწურულს, თავი ალექსანდრე კუნჭულიამ და ანდრია ჩხაიძემ გამოიჩინეს. ჩხაიძემ, 95-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:4.
სანდრო კობახიძის გუნდი, 2025 წლის შემოდგომაზე გასამართი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებისთვის
გააგრძელებს მზადებას.
nakrebi.ge