U21. საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა და უმოტივაციო ნიდერლანდების იმედად დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შვედეთთან 2:3 დამარცხდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, თავიდანვე შემოგვიტიეს, სტუმრებმა კი თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და ლომინაძემ დააწინაურა. თუმცა, შვედებმა ზეწოლა გააძლიერეს და ონდრეიკამ ლომინაძისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე კი ხვადაგიანის შეცდომით სვედბერგმა ისარგებლა და ხარატიშვილის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი დაცვის მორიგი ჩავარდნის შედეგად ერაბმა მესამე გოლი გაგვიტანა. შემდეგ შეცდომა მეტოქის მეკარე დოვინმა დაუშვა და კურიოზული გოლი გაუშვა. აქედან მოყოლებული სვანაძის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს, მეტოქის ნახევარზე
აიწიეს და სწრაფი კონტრიერიშისას მოწინააღმდეგეს შანსი მიეცა, როდესაც კასემის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კომპენსირებულ დროში აბუაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

ბოლო ტურის წინ შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო 16 ქულით მესამეზე.

14 ოქტომბერს შვედეთი ნეიმეგენში პირველადგილოსან და უმოტივაციო ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, საქართველო კი 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ქუთაისში მიიღებს.

იენჩეპინგი. «სტადსპარკსვალენი“
შვედეთი - საქართველო 3:2
გოლები: 0:1 ლომინაძე (12), 1:1 ონდრეიკა (23), 2:1 სვედბერგი (38), 3:1 ერაბი (47), 3:2 დოვინი (51, საკ. კარში)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (გოცირიძე 88), ოსიყმაშვილი (აბუაშვილი 46), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 88), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 64), ოდიშარია (მამაცაშვილი 79), კვერნაძე

altU21 | შვედეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში იენჩეპინგში

მკითხველის კომენტარები / 15 /
სანამ იმ ვიღაცის ნათესავ თუ ძმაკაც სვანაძეს არ მოაშორებენ მანამ ეს ნაკრები ასე უაზროდ ითამაშებს და ვერაფერს ვერ მიაღწევს
კახელი
22:57 10-10-2024
2
საიდან ამდენი ბავშვური შეცდომებიო და იქედან რომ საზონოვი დაიმტვრა გოგლიჩიძე აახიეს ახალგაზრდულს ))))) ( არა თუ ამ 2 თამაშში 15 წუთი ც თუ კი ათამაშეს მაშინ მე ბოდიში და თუ არა დააა…მაშინ ეცლიათ სვანაძესთვის და ბიჭებისთვის ) ორი ცენტრალური მცველის დაკარგვა არაა ხუმრობა …მცველბის გარდა ჩავარდა საყრდენი ზონაც …ასევე რა ოხრობაა უთამაშებელი მეკარის კარში დაყენება როდესაც სკამზე ტოვებ მეკარეს რომელიც ხანდახან მაინც თამაშობს ხოლო ხარატიშვილს ამ სეზონში მესამე თამაში ქონდა და ყველა ნაკრებში …ასე რომ დასანანი იქნება ეგეთი შანსის განიავება …კარგი მწვრთნელია სვანაძე მაგრამ ჯგუფისთვის როგორც კი იწყება პლეი-ოფის ( დღესაც თითქმის პლეიოფი იყო) ანუ გადამწყვეტი თამაში ვეღარ უმკლავდება ან ის რაღა იყო 88-წუთზე 2 ფეხბურთელის შემოყვანა იგებდა და დრო გაიყვანააა …?! ეგებ იმ ვიტესის ( ეგოიანი) ფეხბურთელს რამე მოესწრო 10-12 წუთით ადრე მაინც რომ შემოეშვა….ასე რომ ჩემი აზრით ( თუ კი ადრე პირიქით ვიძახდი სანიოლის შემდეგ სვანაძე თქო) ჯერ ადრეა სვანაძე ეროვნულში და არ მგონია რომ თვითონვე შეაბერდეს ახალგაზრდულს …ეეხ ბიჭებო ვიქნეთ ახლა ნიდერლანთა სინდისზე რომ გამხეცებულ შვედეთთან ძალად არ წააგონ თამაში …მაგრააამ მთავარია ჯერ თქვენი მოსაგები მოიგოთ …!!!! წარმატებებიიიი
მდაა
22:57 10-10-2024
0

სიახლეები პოპულარული