ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა, რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და უმოტივაციოდ იყო, საკუთარ მოედანზე შვედეთი 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები შვედეთს 1 ქულით ჩამორჩება და თუ დღეს ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგებს, ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გავა.
ნეიმეგენი. "გოფერშტადიონი"
ნიდერლანდები - შვედეთი 3:0
გოლები: 1:0 ემეგა (2), 2:0 ვან დენ ბერგი (17), 3:0 ეილე (64, საკ. კარში)