U21. საქართველოს ნაკრებმა თამაში შემოატრიალა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ალჩევსკი და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმრები, რომელთათვისაც ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და მაინც ბოლომდე იბრძოლეს, გააქტიურდნენ და ისაკიმ შორიდან დარტყმით ჩდრილომაკედონიელები დააწინაურა.
თუმცა, შეცვლაზე შესულმა გორდეზიანმა მალე ანგარიში თავურით გაათანაბრა. შემდეგ გაგნიძის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, მომდევნო ეპიზოდში კი ბურთი საჯარიმოში ისაკის მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ლომინაძემ ტალევსკისგან რიკოშეტით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. ცოტა ხანში ოდიშარია მეკარესთან პირისპირ გავიდა და დიდებული შანსი ვერ გამოიყენა. საპასუხო იერიშისას მეკარე ხარატიშვილმა საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი კამბერიმ ბურთი ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მერე ხარატიშვილმა ფეტას არ დაანება გატანა და სვანაძის შეგირდებმა გაიმარჯვეს.

პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:1
გოლები: 0:1 ისაკი (52), 1:1 გორდეზიანი (61), 2:1 ლომინაძე (71)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (მორჩილაძე 70), გაგნიძე (ოდიშვილი 84), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 54), ლომინაძე, აბუაშვილი (ეგოიანი 74), ოდიშარია, კვერნაძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ჩვენ ბიჭებს მძიმე გამარჯვებას და პლეი ოფში გასვლას!ძალიან მებრძოლი გუნდი გვყავს,თუმცა როგორც კი ანგარიშში დავწინაურდებით,ძალიან ფრთხილად ვაგრძელებთ თამაშს,ინიციატავას ხშირად ვთმობთ და ჩვენი დაცვის პრობლემების გამო,საკმაოდ ხშირად გვექმნება საფრთხეების,საკუთარ კართან.ამ შეხვედრაშიც თითქოს სრული ინიციატივა გვქონდა,მაგრამ წინ გავედით და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით.შედეგად ძალიან სახიფათო მომენტები შეგვიქმნეს,სიფრთხილის გამო უაზრო ჯარიმები აღება დავიწყეთ და ბოლოხუთ წუთში,სამი გაფრთხილება ისეთ მომენტებში ავიკიდეთ,როცა ამის აუცილებლობა არ იყო.წინა თამაშებშიც ბევრ გაფრთხილებას ვიღებდით და პლეი ოფის თამაშებში,სავარაუდოდ რამდენიმე კაცი,მეორე გაფრთილების გამო,გუნდს ვერ დაეხმარება.
სოსო
23:37 15-10-2024
0
გილოცავთ ბიჭებო. იმედია პლეი ოფსაც დავძლევთ. უმოტივაციობის არაფერი ეტყობოდათ და goga-ს კომენტარს ვეთანხმები. ცოტა უნდა შეაშინოთ ხომ ხედავთ კვარაზე როგორც ნადირობენ იტალიაში?
G.LA
23:21 15-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული