U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 14 ნოემბერს საქართველოში, ხოლო საპასუხო კი ხორვატიაში, 19 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ცხრა ნაკრებმა (პლუს მასპინძელმა სლოვაკეთმა) და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა გაინაღდა, დანარჩენი სამი ადგილისთვის კი პლეი-ოფები ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ ფეხბურთის ცოდნაში!!! დ.დ. დავითი სიგუას ითხოვს რომელიც ტრამვირებულია უკვე თვეებია და ზაზა გოჩოლეიშვილს რომელიც უკვე 24 წლის არის.დ.დ. არ იცით ეს ფეხბურთი და რას ეპოტინებით? აქ კომენტარებს რო წერენ ისეთი ხალხი წერს უმეტესობა მილიონი ფეხბურთი რო აქვთ ნანახი და ბევრ მწვრთნელზე მეტი რო იციან. დააცადეთ რა ხალხს მსჯელობა.
დავითს და ზაზას
17:05 17-10-2024
0
დიდი გუნდისაგან განსხვავებით ახალგაზრდული ხორვატია ერთი ჩვეულებრივი გუნდია. ასე რომ თუ მაქსიმუმი გაკეთდება მისი გავლა სულაც არ სჩანს შეუძლებელი.აუცილებელია გოგლიჩიძის გამოძახება(ბიჭი უშეცდომოთ თამაშობს სერია ა ში). ყველაფერი უნდა ჩაიდოს ახლა და ყველაფერი კარგად იქნება. მხარდაჭერა და მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენს ბიჭებს. გენაცვალეთ გვეიმედებით!!!
david
17:03 17-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული