"შეყვარებულებივით ვიყავით" - პოგბამ მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ფეხბურთელმა პოლ პოგბამ Daily Mail-თან ინტერვიუში ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მოურინიო ფრანგ ნახევარმცველს "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016/2018 წლებში წვრთნიდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პოგბას წარსულში გუნდის ვირუსი უწოდა და მას გუნდის ვიცე-კაპიტნის სტატუსიც კი ჩამოართვა.

პოგბას თქმით, მათი ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა დღეს არანაირი წყენა აღარ არსებობს და კონფლიქტი ამოწურულია.

"ჩვენ შეყვარებულებივით ვიყავით, ხშირად ვკამათობდით, შემდეგ კი ვრიგდებოდით.

თავიდან ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო და ჟოზე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედში" დავბრუნდი.

არ ვიცი ეს ყველაფერი ჯოჯოხეთად რატომ
იქცა და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა რატომ დავიწყეთ, თუმცა ეს მე არ დამიწყია.

რაღაცებზე ვერ ვთანხმდებოდით, ეს ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ხშირად ხდება, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემ. თუ ხვალ სადმე შევხვდები, აუცილებლად ჩავეხუტები და ყველაფრის შესახებ ვისაუბრებთ", - განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, პოლმა 4-წლიანი დისკვალიფიკაცია წარმატებით გააპროტესტა და სასამართლომ ფეხბურთიდან მოკვეთის ვადა 18 თვემდე შეამცირა. პოგბა მოედანზე დაბრუნებას 2025 წელს შეძლებს, თუმცა ბოლო ინფორმაციით "იუვეს" გამოცდილ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს.

altპოგბას დისკვალიფიკაცია შეუმცირეს, მაგრად "იუვენტუსიდან" უშვებენ

alt"ყველაფერი კარგად იქნება" - პოგბა ფეხბურთში დაბრუნების იმედს არ კარგავს

altპოგბა სამსახიობო კარიერის დაწყებას შეეცდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული