U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 14 ნოემბერს საქართველოში, ხოლო საპასუხო კი ხორვატიაში, 19 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ცხრა ნაკრებმა (პლუს მასპინძელმა სლოვაკეთმა) და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა გაინაღდა, დანარჩენი სამი ადგილისთვის კი პლეი-ოფები ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მუდის, რომელი ცნობილი რუსი მწვრთნელები?
დკ
17 ოქტომბერი 2024 23:38
1
ხორვატების ახალგაზრდული არიქა გადამრიე გუნდი ნამდვილად არ არის,დაცვა სუსტი აქ,ჩვენზე მეტი ბურთი აქ გაშვებული, გატანილიც,ამ შესარჩევის სტატისტიკით ბევრად ვერ გვჯობნის,თანაბარი გუნდები ვართ,თუ ამბიცია გვაქ, უნდა მოუგოთ.
ზურაბი*
17 ოქტომბერი 2024 20:48
4
ჩემი აზრით ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს სჭირდებათ ცნობილი რუსი მწვრთნელები, ხასიათსაც იცნობენ და ვუყვარვართ ქართველები!!
ბექა "მუდო" მეზვრიშვილი
17 ოქტომბერი 2024 20:34
40
ჩაგეთვალა
Master
17 ოქტომბერი 2024 21:15
0
შესაძლო ხუთიდან, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა,მაგრამ შედეგის დადება თუ გინდა, ნებისმიერი მუტოქე უნდა დაამარცხო.
თედორე
17 ოქტომბერი 2024 20:09
2
თამაშის ხარისხის გათვალისწინებით უძალიანესად უნდა გაგვიმართლოს და თან ბიჭებმა თავიანთი საუკეთესო ვარიანტი უნდა აჩვენონ როგორც ფიზიკაში ისე სათამაშო ინტელექტში, ხორვატებს კი არ უნდა გაუმართლდეს.....
გუსანი
17 ოქტომბერი 2024 19:35
3
როგორც ახალგაზრდულის ისე ძირითადი ნაკრების სუსტი წერტილი კომბინაციური თამაშია,თვალდახუჭულმა უნდა იცოდნენ ვინ სად გააკეთებს პასს საშუალო და ახლო მანძილებზე, არა საჯარიმოდან საჯარიმოში ჩაწოდება . არ აზღვევენ დაცვაში ერთმანეთს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება კი ზოგადად ქართული სპორტის სუსტი წერტილია.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს . შრომა+შრომა=შედეგს.
ქომაგი
17 ოქტომბერი 2024 19:18
2
ყველა შესაძლოდან,ჩემი აზრით,ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა.არ მინახია მათი თამაშები,მაგრამ ხორვატებს როგორც წესი,კარგად განსწავლული ბიჭები ჰყავთ,რომლებიც ამავე დროს,ძალიან კარგად არიან ფიზიკურად მომზადებულები.საერთოდ,სტატისტიკის მიხედვით,ხორვატი ბიჭები,საშუალო სიმაღლით,ყველაზე მაღლები არიან ევროპაში და მგონი მსოფლიოშიც.19 წლის ხორვატი ბიჭის საშუალო სიმაღლე,183,3სანტიმეტრია.ასე რომ მაღალ ბურთებზე, ალბათ საგრძნობი უპირატესობა ექნებათ და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.აქ ბევრი წერს,ჩვენი დაცვის სისუსტეზე.რატომღაც დაავიწყდათ,რომ რამდენიმე თამაში გოლის გაუშვებლად ჩავატარეთ და მხოლოდ ნიდერლანდების ძალიან ძლიერ ნაკრებთან გამოვიყურებოდით,უიმედოდ.ბოლო ორ თამაშში,ერთბაშად ორი ცენტრალური მცველი გამოგვაკლდა,რომელიც ამავე დროს პირველ ნაკრებშიც თამაშობენ და ასეთ დანაკლისს,ალბათ ვერც ერთი ქვეყნის ნაკრები ვერ გადაფარავდა სრულფასოვნად.ასეთი დანაკლისის პირობებში,ჩვენი ნაკრების კაპიტანი იძულებული იყო,საკუთარ თავზე მეტი დატვირთვა და პასუხისმგებლობა აეღო,პოზიციაც რამდენადაც მახსოვს მთლად მისი არ იყო,ახალ მცველებთან შეთამაშებულიც ვერ იქნებოდნენ,დანარჩენი ფეხბურთელები და ცენტრალური ცველების მეკარესთან შეუთანხმებელი თამაშიც აშკარად გვიჩვენებდა,რომ ურთიერთგაგება,თამაშებში ჩნდებოდა,თანდათან.იმედი დავიტოვოთ,რომ საბა კვირკველია ფორმას აღიდგენს და შესაძლებელი გახდება,გოგლიჩიძის ახალგაზრდულ ნაკრებში გადამისამართება.მისი თავდაჯერებულობა და უკვე გამოცდილებაც,ძალიან დაეხმარება ჩვენ დაცვას.მის გვერდით სხვა დამცველებიც გაცილებით თავდაჯერებულნი იქნებიან.სად ორი ცენტრალური მცველის ერთბაშად არ ყოფნა და სად ერთი კაცისა.ხვადაგიანსაც შეეძლება ჩვეული ფუნქციები შეასრულოს და რა თქმა უნდა გაცილებით სასარგებლოც იქნება.მთავარია ბიჭები ჯანმრთელად და კარგ ფორმაში შეხვდნენ,მომავალ მატჩებს.ძალიან მებრძოლი გუნდი გვყავს და მათ გამო,არავისთან მეშინია.შესაძლოა წააგონ,მაგრამ იმაზე მეტს გააკეთებენ,ვიდრე წესით უნდა შეეძლოთ და მიზანს თუ ვერ მიაღწევენ,ესე იგი,მეტი არ შეეძლოთ.ამ ნაკრებმა ,პირველ ნაკრებს სულ ცოტა,უკვე ორი ფეხბურთელი მისცა და ამით თავისი მთავარი ამოცანა,პირველი ნაკრებისათვის ფეხბურთელების მომზადება,უკვე შესრულებული აქვს.რა თქმა უნდა კიდევ რამდენიმე ბიჭი მოირგებს სამომავლოდ ,პირველი ნაკრების მაისურებს და ევროპის ჩემპიონატზე თუ გავაღწიეთ,მათი რიცხვიც და ხარისხიც საგრძნობლად გაიზრდება.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს და მათ მწვრთნელს.ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ მათ ეს შეუძლიათ.
სოსო
17 ოქტომბერი 2024 23:51
0
Eg kvadagiani moashoret dacvas normaluri dacva daayenet
Lasha
17 ოქტომბერი 2024 18:36
2
სამწუხაროდ შანსი ნულს ქვემოთაა. . .უბრალოდ ძაან დიდი ანგარიშებით თუ არ მოგვიგეს ეგაც საქმე იქნება
ნაპოლეონი
17 ოქტომბერი 2024 18:24
41
პირველი გასვლა, რომ გვქონოდა ეგებ გამოსულიყო რამე, ახლა არა მგონია გავიდეთ.
toy
17 ოქტომბერი 2024 18:06
25
ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ ფეხბურთის ცოდნაში!!! დ.დ. დავითი სიგუას ითხოვს რომელიც ტრამვირებულია უკვე თვეებია და ზაზა გოჩოლეიშვილს რომელიც უკვე 24 წლის არის.დ.დ. არ იცით ეს ფეხბურთი და რას ეპოტინებით? აქ კომენტარებს რო წერენ ისეთი ხალხი წერს უმეტესობა მილიონი ფეხბურთი რო აქვთ ნანახი და ბევრ მწვრთნელზე მეტი რო იციან. დააცადეთ რა ხალხს მსჯელობა.
დავითს და ზაზას
17 ოქტომბერი 2024 17:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული