პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში ბურთი გაგნიძეს აართვეს და პირისპირ გასულმა ბელიომ ხარატიშვილის კარი დალაშქრა. სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა პირველივე სახიფათო შეტევისას გაგნიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
63-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის დარტყმული ბურთი ო. მამაგეიშვილს ხელზე მოხვდა და ბელიომ პენალტით ხორვატები ისევ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ჩვენს გუნდზე ზეწოლა გააძლიერეს, შეცვლაზე შესული სტოიკოვიჩის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან უგრეხელიძემ გამოიტანა. მერე საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა, აზაროვმა საჯარიმოდან ლომინაძეს პასი გაუკეთა და მან თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში კვერნაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა. ხორვატებმა კი კომპენსირებულ დროში გაგვიტანეს და ძირითადი დრო 3:2 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 7:6.
რიეკა. „სტადიონ HNK“
ხორვატია - საქართველო 3:2 (პენ 6:7)
გოლები: 1:0 ბელიო (10), 1:1 გაგნიძე (28), 2:1 ბელიო (63, პენ), 2:2 ლომინაძე (78), 3:2 სოტიჩეკი (90+2)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე, ოდიშარია (გორდეზიანი, 71, აბუაშვილი 120)), გაგნიძე (გ. მამაგეიშვილი 71), მამაცაშვილი (სიგუა 57), ო. მამაგეიშვილი (მაისურაძე 88), კვერნაძე
... ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,- გენიალური ლადოს სიტყვები გაამართლეს.
გაგნიძე თუ კარგ გუნდში გადავა, მსოფლიო დონის ფეხბურთს ითამაშებს. რაღაცნაირად, ზიდანს მაგონებს: ბურთის დაჭერით, ტრიალებით, მოედნის ხედვით, უმაგრესია. დიდ ფეხბურთს ითამაშებს ლომინაძეც, აზაროვს თუ მეტ დროს მიცემენ შახტარში, მაგიც გაქაჩავს, ლაცაბიძეც მაგარია.
ეს ბიჭები საშუალოზე მაღალი დონის ევროპულ გუნდში ნებისმიერი ივარგებს, ასე ვარ დარწმუნებული.
ღმერთი თქვენსკენ.