რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება

AutoSharing Option
ბრატისლავაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე დაესწრო და სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"საინტერესო ჯგუფია, რა თქმა უნდა, რთული მატჩები გვექნება, თუმცა ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ კარგად წარმოვაჩინოთ ქართული ფეხბურთი ამ ტურნირზე.

აქ უკვე მეორედ ვთამაშობთ, აქ ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშით და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ასევე ჩვენი ფეხბურთელები ივნისში ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი
და ჩვენი თავი აქ ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

დანარჩენ დეტალებზე ალბათ, ცოტა უფრო მერე უნდა ვისაუბროთ, წინ გვაქვს მარტის სანაკრებო პაუზა, ივნისის ამხანაგურები და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული