ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

AutoSharing Option
ბრატისლავაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრას სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსნადრე იაშვილი დაესწრო. მან nakrebi.ge-სთან კომენტარი გააკეთა:

"თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც არიან ტოპ ქვეყნები, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება.

ახლა მთავარია კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიართო და ფეხბურთელები ჯანმრთელად შეხვდნენ ტურნირს. დანარჩენი გამოჩნდება მოედანზე.

ძალიან საამაყოა, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველო თამაშობს
ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი მიღწევა მგონია, მაგრამ მთავარი უკვე ტურნირზე გასვლა აღარ არის, განვლილი ორი ტურნირიდან გამომდინარე გვაქვს იმის ამბიციაც, რომ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კი­სას კვერ­ცხე­ბი და ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი ამო­ი­ღეს.


მხოლოდ ქოცების პრივილეგია იქნება კვერცხების სახლში ქონა, დანარჩენ მოსახლეობას აეკრძალება კვერცხის ჭამა. სეთურის განკარგულებით ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვა საბრძოლო იარაღიც აიკრძალება.
ვაი ჩვენს პატრონს ამათ ხელში
04 დეკემბერი 2024 19:45
27
დავიჯერო, არ იცი რა ხდება? თუ მართლა ვერ ხვდები, მეცოდები, თუ არა და ღირდეს მაინც. მე, მაგალითად, 5 მლნ დოლარად დავიწყებ ყვირილს "მიშა მაგარია". თითო მილიონი მე და ჩემ 3 შვილსა, 1 ლიმონს კი ახლობლებს დავურიგებ და ვეტყვი ამიტომ თქო. ასე რომ ჩემი ფასი 5 მილიონია. შენი?
alexandre
05 დეკემბერი 2024 11:13
1
კვერცხი რომ ხარ არაა აუცილებელი ყველას გააგებინო.
sss
04 დეკემბერი 2024 21:18
5
ევროპის ჩემპიონები, ალბათ, ჯერ ვერ გავხდებით, მაგრამ იმედია, ჩვენი ბიჭები არც ამ ზაფხულს მოგვაწყენენ... მთავარია, ზაფხულამდე ისე მივიდეთ, რომ ფეხბურთის ყურებას აზრი ჰქონდეს...
დდდ
04 დეკემბერი 2024 19:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული