
შეხვედრაში ანგარიში მე-10-ე წუთზე, არი დემირბილეკმა გახსნა, აქედან მალევე, ჩვენი გუნდის კაპიტნის - ლუკა შერვაშიძის ეფექტური პასის შემდეგ, გიორგი გორგაძემ წონასწორობა აღადგინა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში კი ემირ ენე საიარმა 84 წუთზე, შორეული დარტყმით დააფიქსირა.
ალექსანდრე კობახიძის გუნდი, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ შემდეგ ტესტ-მატჩს, 27 თებერვალს, ისევ 17:00 საათზე გამართავს.
nakrebi.ge