
ალექსანდრე კობახიძის გუნდი, მომდევნო შეკრებას აპრილში გამართავს, სადაც მოლდოვაში დაგეგმილ განვითარების თასზე მიიღებს მონაწილებას. ოქტომბერში კი ეს ასაკობრივი ჯგუფი, 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას შეეცდება.
16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე - ისლანდიას და საბერძნეთს შეხვდება. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. ჯგუფური ეტაპის მატჩებს
საქართველო უმასპინძლებს.
nakrebi.ge