მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ანტალიაშია და მარტში გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.

რამაზ სვანაძის გუნდის პირველი მეტოქე, 22 რიცხვში, ჩვენი გუნდის მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი იქნება, მეორე მეტოქე კი სერბეთის 21-წლამდე ნაკრები იქნება, რომელსაც 25-ში დავუპირისპირდებით.

U21 | მარტის შეკრება

22 მარტი | ფინეთი V საქართველო | ანტალია | 18:00
25 მარტი | სერბეთი V საქართველო | ანტალია | 17:00

თურქულ შეკრებაზე გასამართი ამხანაგური მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები:
ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე ნოდარი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი).

თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვასილიოს გორდეზიანი???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული