U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა.

პოლონეთთან 0:3 წაგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მობილიზება და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრები ნიკოლაიშვილმა დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა ჩიქოვანმა კი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღეს მონტენეგრომ პოლონეთს 1:0 მოუგო და ჯგუფში გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა - 4 ქულით ლიდერი მონტენეგროა, პოლონეთს და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო 1 ქულით აუტსაიდერი სლოვაკეთია. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.

ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონტენეგროსთან ჩაატარებს.

თბილისი.
„მიხეილ მესხი 2“

საქართველო - სლოვაკეთი 2:0
გოლები: 1:0 ნიკოლაიშვილი (67), 2:0 ჩიქოვანი (90)

საქართველო: ხელაშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ტყეშელაშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 59), ბერელიძე, ნაჭყებია (წულაია 75), სალია (ჩიქოვანი 82)

altU19. საქართველოს ნაკრებმა ელიტ-რაუნდი წაგებით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
გადააყენეთ 17 წლამდელებიდან ჩიტაური! ვისი ნათესავია საერთოდ? როგორ მოხვდა იქ? 17 წლამდელებში კვალიფიციური მწვრთნელი გვჭირდება. არც ამ 19 წლამდელებშია სტაბილურად საქმე.
ალფა
03:49 23-03-2025
3
დღეს მომეწონა ბიჭების თამაში განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ვერ მივხვდი პოლონეთთან რა დაემაეთად ძალიან ცუდად ითამაშეს, 17 წლამდელების ორი 0-3 მეტისმეტი იყო თან რა გუნდებთან... ეს იმის ბრალია რომ შემოდგომაზე ჩაგდებული თამაშების მერე არაფერი შეცვლილა, იგივე მწვრთნელი და იგივე შემადგენლობა, დავიჯერო ამ ასაკში არ მოიძებნებოდა ნორმალური ლეგიონერი? მაგრამ ამ ბოლო წლებში 17 და 19 წლიანებში ლეგიონერების იგნორირება მიდის რატომღაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისინიც ერთი-ორი თვის წასულები რომ ქვია ისეთები გამოიძახეს 19 ში... და არავითარი შედეგიც აღარ მოდის უკვე კარგახანია.
Givi
22:26 22-03-2025
3

სიახლეები პოპულარული