U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩში ფინეთი 4:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ფინელები ჰურულაინენმა დააწინაურა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, ბევრს უტევდა და 50-ე წუთზე ხვადაგიანმა თავურით თანაფარდობა აღადგინა, რომელსაც საჯარიმოდან პასი მამაცაშვილმა გაუკეთა. ცოტა ხანში კი გ. მამაგეიშვილმა ბერგსტრემის კარი დალაშქრა. მერე პირდაპირ კუთხურიდან გოლი მამაცაშვილმა გაიტანა. თუმცა, მალე ტალვიტიემ ანგარიში შეამცირა, ხოლო 88-ე წუთზე ო. მამაგეიშვილმა მოწინააღმდეგის შეცდომით ისარგებლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

შემდეგ შეხვედრას სვანაძის გუნდი 25 მარტს სერბეთთან ჩაატარებს.

ანტალია. „კალისტას საფეხბურთო ცენტრი“
საქართველო - ფინეთი 4:2

გოლები: 0:1 ჰურულაინენი (24), 1:1 ხვადაგიანი (50), 2:1 გ. მამაგეიშვილი (56), 3:1 მამაცაშვილი (60), 3:2 ტალვიტიე (68), 4:2 ო. მამაგეიშვილი (88)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, მამაცაშვილი (რუხაძე 76), მაისურაძე (ოდიშვილი 90), ლომინაძე, ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 46), კვერნაძე (გოცირიძე 76), გაგნიძე, ეგოიანი (ო. მამაგეიშვილი 46), სიგუა (აბუაშვილი 46)

მკითხველის კომენტარები / 3 /
რამაზს გაუმარჯოს! მაგრამ მიხედეთ 17 წლამდელების ნაკრებს, ჯერ ყაზახეთმა და ახლა ლიეტუვამ ამოჰკრა! სად პოულობთ ამ დილეტანტ მწვრთნელებს? რა ვერ გაძეხით ნეპოტიზმით? ეს რა სელექციაა საერთოდ? ყველა რამაზ სვანაძე ვერ იქნება, ამიტო CV ვისაც უვარგა ისინი დანიშნეთ დაბალ ასაკობრივ ნაკრებებში, თორე ხვიჩები და მამარდაშვილები უკან მოგვრჩება 10 წელში!
ალფა
03:46 23-03-2025
1
ნაცების გულში ჩამახედა.მგონი ინფაქტი აქვთ
Ნაცებო თქვენი შუბა დავხიე
22:14 22-03-2025
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული