U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩში სერბეთი 3:1 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ ფინეთთან მოგებული შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. საქართველოს ნაკრები მეკარის შეცდომის შედეგად სიგუამ დააწინაურა. მეტოქემ ანგარიში პენალტით გაათანაბრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი მორჩილაძემ თავის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ეფექტურად შეასრულა და პირველი ტაიმი 2:1 მოვიგეთ.

შეხვედრის მეორე ნახევარში სვანაძემ ათი ცვლილება განახორციელა და მისმა შეგირდებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - თავი იაკობიძემ გამოიჩინა. ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა ფინეთის შემდეგ სერბეთსაც სძლია.

ანტალია. „ტიტანიკ
დელუქსი“

საქართველო - სერბეთი 3:1
გოლები: 1:0 სიგუა (11), 1:1 მიტროვიჩი (28, პენ), 2:1 მორჩილაძე (45+3, პენ), 3:1 იაკობიძე (84)

საქართველო: თანდილაშვილი (მაქაცარია 46), რუხაძე (ოდიშარია 61), ოდიშვილი (იაკობიძე 46), ხვადაგიანი (უგრეხელიძე 86), მაისურაძე (კვერნაძე 65), ო. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 61), გ. მამაგეიშვილი (მამაცაშვილი 61), სიგუა (გაგნიძე 61), ეგოიანი (გოცირიძე 46), მორჩილაძე (ლომინაძე 61), იობაშვილი

altU21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
სვანაძე უნდა იყოს ჯერ კიდევ დიდ ხანს ახალგაზდულის U21 მწვრთნელი. შედეგსაც დებს ბიჭებსაც უმზადევს ნაკრებს. ბრავო ამ კაცს, მართლაც მაგრად მუშაობს. ვიღაც წერდა 2-3 დღის წინ თაობები აღარ მოდიანო. სერბეთი მანამ ხორვატია პლეი ოფში პატარა ამბავი არაა. ყოჩაღ ბიჭებს, გადაედოთ ეიფორი 6-1 დან და დაიმუხტნენ ესენიც.
G.LA
21:20 25-03-2025
0
დაკუნთულები არიან ბიჭები, ადრე უსუსურები დაფარფატებდნენ მოედანზე, ეტყობათ რო დარბაზში კარგად ვარჯიშობენ
გოგა
20:27 25-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული