19:54 25-03-2025
U19. კარგად დაწყებული ცუდად დაასრულეს - საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და სამუშიას კარგი გარღვევის შედეგად გეგუჩაძემ დააწინაურა. შემდეგ სალიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ფეიქრიშვილს გატანა მეკარემ არ დაანება, სტუმრებმა კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას ანგარიში გაათანაბრეს.
58-ე წუთზე მცველმა ცამაიმ შორიდან გატანილი ლამაზი გოლით მონტენეგრო წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ბევრს და უშედეგოდ უტევდა, ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
პარალელურ მატჩში პოლონეთმა სლოვაკეთს 2:0 მოუგო. ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით მონტენეგრომ დაიკავა და ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე 6 ქულით პოლონეთი გავიდა, მესამეზე 3 ქულით საქართველო, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე - სლოვაკეთი.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - მონტენეგრო 1:3
გოლები: 1:0 გეგუჩაძე (7), 1:1 პეროვიჩი (39), 1:2 ცამაი (58), 1:3 კოსტიჩი (88)
საქართველო: საური, ამისულაშვილი (ოდიკაძე 79), მეფარიშვილი, ნიკოლაიშვილი, გოგსაძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 61), ფეიქრიშვილი, ხარებაშვილი, ბერელიძე (გვასალია 65), სალია (ჩიქოვანი 65), სამუშია (ნაჭყებია 65)
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება

სიახლეები
პოპულარული
მიწვევა
ჯიგრულ პონტში
ახლობელი
ძმაკაცის შვილი
ფულის გამაზვა.
მე ამ ბავშვების პატრონების მიკვირს.
თუ ნიჭი არ აქვს შვილს. რას ატენი. შეასწავლე რა სხვა პროფესია
რაღაც დონეზე კი ათრევ, მარა მერე? თუ თამაში არ შეუძლია ვინ იყიდის და ვინ ათამაშებს მაგას.