19:54 25-03-2025
U19. კარგად დაწყებული ცუდად დაასრულეს - საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და სამუშიას კარგი გარღვევის შედეგად გეგუჩაძემ დააწინაურა. შემდეგ სალიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ფეიქრიშვილს გატანა მეკარემ არ დაანება, სტუმრებმა კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას ანგარიში გაათანაბრეს.
58-ე წუთზე მცველმა ცამაიმ შორიდან გატანილი ლამაზი გოლით მონტენეგრო წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ბევრს და უშედეგოდ უტევდა, ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
პარალელურ მატჩში პოლონეთმა სლოვაკეთს 2:0 მოუგო. ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით მონტენეგრომ დაიკავა და ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე 6 ქულით პოლონეთი გავიდა, მესამეზე 3 ქულით საქართველო, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე - სლოვაკეთი.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - მონტენეგრო 1:3
გოლები: 1:0 გეგუჩაძე (7), 1:1 პეროვიჩი (39), 1:2 ცამაი (58), 1:3 კოსტიჩი (88)
საქართველო: საური, ამისულაშვილი (ოდიკაძე 79), მეფარიშვილი, ნიკოლაიშვილი, გოგსაძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 61), ფეიქრიშვილი, ხარებაშვილი, ბერელიძე (გვასალია 65), სალია (ჩიქოვანი 65), სამუშია (ნაჭყებია 65)
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტატორის თავი იმით ინუგეშა რომ პოლონეთი ვერ გავაო
1
1
პოლონეთზე ხომ არ ვიძიეთ შური
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება

სიახლეები
პოპულარული
