ქობულეთში, რევაზ ჩელებაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. "ჩელე არენაზე", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, იცვლება მინდვრის საფარი და ხელოვნურ ხალიჩას უკვე ბუნებრივი მინდვრის საფარი ჩაანაცვლებს.
მოგვიანებით კი, ადგილობრივი რაიონის თვითმმარველობის ხელშეწყობით, დაგეგმილია და ეტაპობრივად განხორციელდება სტადიონის რეაბილიტაცია.
მომზადებულია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის facebook-გვერდის მიხედვით