სულ თელავია, სულ გულავია და კახეთში ფეხბურთი ბრუნდება... [PHOTO]

AutoSharing Option
"თელავს" ერთი დღით ადრე ვესტუმრე, სანამ ეროვნულ ლიგა 2-ში სადებიუტო მატჩს გამართავდა. ჩემი ვიზიტის მიზანი კლუბის ახალი სპონსორი იყო, რომელიც მატერიალურად ნამდვილად დაეხმარება.

კახეთი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული მხარეა საქართველოში. ისტორიული არტეფაქტებიდან დაწყებული, მეღვინეობით დასრულებული, ამ რეგიონში ბევრი საინტერესო რამ ხდება.

თითოეული სტუმრობა ერთი ბედნიერებაა, რადგან ადგილობრივი ხალხის მასპინძლობა და ის სილამაზე, რასაც აქ ნახავ, დიდხანს გაგყვება თან.

ამ ყველაფერს კი ემატება ისიც, რომ კახური კლუბი "თელავი" დიდი ნაბიჯებით მიიწევს უმაღლესი ფეხბურთისკენ. ის რად ღირს, რომ კლუბი 2.5 წელია შექმნილია და
უკვე მე-2 ლიგაში სადებიუტო მატჩში ტურნირის ფავორიტ ბათუმის "დინამოს" 1:0-ით ამარცხებს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის ყურების შემდეგ, არ შემიძლია რომ არ გამოვყო შემტევი გიორგი ხარებაშვილი, რომლის გოლითაც თელაველებმა მოიგეს.

ეროვნული ლიგა 2. I ტური: "თელავის" შესანიშნავი დებიუტი

ჰოდა, ამ ლამაზ მხარეში სტადიონსაც უნიკალური მდებარეობა აქვს: ერთ მხრიდან ულამაზესი დათოვლილი კავკასიონი მოჩანს, მეორე მხრიდან კი ნადიკვარის პარკი გადმოჰყურებს. აქ ფეხბურთის თამაში დიდი სიამოვნებაა და ამ ლამაზი ხედების ფონზე მოტივაციაც დიდია.

Sportall.Ge

Sportall.Ge

გამოსარჩევია სტადიონზე ფეხბურთელების გამოსასვლელი. ის სერბულ "მარაკანას" გვირაბს მოგაგონებთ. გასახდელი "გივი ჩოხელის სტადიონიდან" მოშორებითაა. შესაბამისად, საკმაოდ დიდი გვირაბია გაყვანილი და ცოტა ხელის შევლება უნდა, რათა ვიზუალურად ბევრად ეფექტური გამოვიდეს. კარგი იქნება, თუ ამ კედლებს ახალგაზრდა მხატვრები გააფორმებენ, ეგრეთ წოდებული ქუჩის მხატვრობით - საკმაოდ ეფექტური გამოვა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მოედანზე ხელოვნური საფარია დაგებული, რაც ამ ბუნებრივ კომპოზიციას ნამდვილად არ უხდება. ტრიბუნების ნაწილი გაკეთებულია, თუმცა დიდი ნაწილი დაზიანებული და სარემონტოა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

თელავსაც სჭირდება უფრო მეტი ფეხბურთი. იმის მიუხედავად, რომ 2016 წლის ზაფხულში სტადიონს გარკვეული რემონტი გაუკეთდა, ის დღემდე საჭიროებს განახლებას. თუ ამ სტადიონს ცოტა მაინც მიეხედება, თელავურ არქიტექტურულ სიმფონიას კიდე ერთი შეემატება.

რაც შეეხება კლუბ "თელავს", ის თანდათან იზრდება. მის ხელმძღვანელობაში მოტივირებული ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც სურთ, რომ მათი ქალაქის კლუბი იყოს წარმატებული. ამ ყველაფერს კი ადასტურებს ის აქტივობები, რასაც ახორციელებენ.

დროა, კახეთშიც მოხვდეს საფეხბურთო ძვრები და არ იყოს განცალკევებით სხვა კუთხეებისგან. დადებითი ფაქტია, რომ ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის "სფფ აკადემია" გაიხსნა. ეს უფრო გაზრდის ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობას ფეხბურთში.

სულ თელავია, სულ გულავია და კახეთში ფეხბურთი ბრუნდება...

ეკატერინე ჯოხარიძის ფოტოები
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორ გენაცვალე, გენაცვალე მაგ კალამში და მაგ ფურცელში!
ვარდისუბნის კოლორიტი
10:59 02-03-2018
1
კახეთს ნამდვილად ეკუთვნის ერთი გუნდი უმაღლეს ლიგაში, ავტორს დიდი მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის!
გულშემატკივარი
16:25 02-03-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0