ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "გაგრა" "შევარდენს" დაუზავდა და "ვიტ ჯორჯიას" ვერ დაეწია

AutoSharing Option
დღეს, 30 აპრილს ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურის კიდევ 3 მატჩი გაიმართა.

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ "ცხინვალი" მცხეთაში "თელავთან" დამარცხდა 0:1. გოლი მე-19 წუთზე ნახევარმცველმა გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა, რომელმაც 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

"სამგურალმა" "შუქურას" მარტვილში უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ მატჩში პირველი გოლი მე-14 წუთზე ქობულეთელთა ჰავბეკმა გოდვინ კონიეჰამ გაიტანა, საპასუხო 85-ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა, 90+4-ეზე კი მცველმა ბაქარ ღალაძემ გამარჯვება წყალტუბოელებს მოუპოვა.

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "შევარდენისა" და "გაგრას" შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში
მე-7 წუთზე გაგრელთა ფორვარდმა გოგიტა გოგატიშვილმა გახსნა, 71-ე წუთზე შოთა ჯიქიამ ვეტერანი დავით ოდიკაძის პასით ანგარიში გაათანაბრა, 75-ეზე თავად ოდიკაძემ დაამწუხრა მეკარე ვადიმ შევჩუკი, ხოლო კომპენსირებულ დროში რატი ცაცქრიალაშვილმა "გაგრას" ქულა მოუპოვა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში "გაგრა" ლიდერ "ვიტ ჯორჯიას" დაეწეოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0