"ნორჩმა" დინამომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად "აუტსაიდერ" "შუქურას" 3:0 სძლია. გოლები ბესიკ ჩიმაკაძემ, გოგი ფიფიამ და ვანო შენგელიძემ გაიტანეს. "ნორჩმა დინამომ" 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აინაცვლა.
მცხეთაში მეტად დაძაბულად წარიმართა "ცხინვალისა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება. "ცხინვალმა" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლიდერს, მაგრამ 78-ე წუთზე გიორგი ვასაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და "ვეტერინარები" 21 ქულით კვლავაც ერთპიროვნული ლიდერები არიან.
მარტვილში კი აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფი "სამგურალი" და "შევარდენი" დაზავდნენ (0:0).