ეროვნული ლიგა 2. X ტური: "ვიტ ჯორჯია" წინ მიიწევს, "ნორჩი დინამო" კვალდაკვალ მიზდევს

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის 3 მატჩი გაიმართა.

"ნორჩმა" დინამომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად "აუტსაიდერ" "შუქურას" 3:0 სძლია. გოლები ბესიკ ჩიმაკაძემ, გოგი ფიფიამ და ვანო შენგელიძემ გაიტანეს. "ნორჩმა დინამომ" 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აინაცვლა.

მცხეთაში მეტად დაძაბულად წარიმართა "ცხინვალისა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება. "ცხინვალმა" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლიდერს, მაგრამ 78-ე წუთზე გიორგი ვასაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და "ვეტერინარები" 21 ქულით კვლავაც ერთპიროვნული ლიდერები არიან.

მარტვილში კი აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფი "სამგურალი" და "შევარდენი" დაზავდნენ (0:0).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0