,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გიგატაძე ბესიკ ხაჭიპერაძემ შეცვალა
საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს ,,სამგურალი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ დატოვა. გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება გასულ ტურში ,,ნორჩ დინამოსთან" მარცხის შემდეგ მიიღო.
,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას 33 წლის სპეციალისტი ბესიკ ხაჭიპერაძე შეცვლის, რომელიც ,,სამგურალში" აქამდე გიგატაძის ასისტენტად მუშაობდა.
,,სამგურალი" მადლობას უხდის გია გიგატაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს სამწვრთნელო კარიერაში.
სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებების შესახებ კომენტარი გუნდის დირექტორმა ამირან ვარდანიძემ გააკეთა:
,,გია გიგატაძეს ,,სამგურალის" მიმართ დიდი დამსახურება აქვს.
რაც შეეხება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ბესიკ ხაჭიპერაძე დავნიშნეთ. ხაჭიპერაძემ საფეხბურთო კარიერა ,,სამგურალში" დაასრულა. იყო ,,სამგურალი 2"–ის მთავარი მწვრთნელი, შემდეგ მუშაობდა ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით კლუბმა მის საწვრთნელო განათლებაში ჩადო ინვესტიცია და წარმატებით გაიარა ა ლიცენზიის კურსები. ბესიკ ხაჭიპერაძემ ამ წლებში დიდი გამოცდილება დააგროვა, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია და იმედი გვაქვს რომ გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს. მართალია, ,,სამგურალი" რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მგდომარეობა საგანგაშო არ არის და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრების გვერდში დგომით და ერთსულოვნებით შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას.
წყალტუბოს "სამგურალის" ოფიციალური გვერდი