მარტვილის "მერანი" მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 17:30 საათზე "შევარდენს" მიიღებს. "მერანს" ზედიზედ სამი მატჩია ვერ მოუგია და წარუმატებელი სერიის შეწყვეტას სწორედ დღეს, "შევარდენთან" შეეცდება.
ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "გაგრა" 17:30 საათზე სატურნირო ცხრილის მეორეადგილოსან "ვიტ ჯორჯიას" შეხვდება. ორივე გუნდმა ბოლო მატჩები უხეიროდ ჩაატარა. ამიტომ ხასიათის გამოსაკეთებლად ორივეს გამარჯვება სჭირდება.
ბათუმის "დინამო" საკუთარ ბაზაზე 20:00 საათზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს. იმ შემთხვევაში, თუ ბათუმელების მეტოქეები წაბორძიკდებიან, დინამოელებს "სამგურალის" დამარცხებით პირველ ადგილზე გადასვლა შეუძლიათ,