"მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი" - შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გამოცემას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა

AutoSharing Option
უკრაინულ "ჩერკასიში" მოთამაშე 23 წლის ქართველი ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი ადგილობრივ "ტრიბუნას" საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ძალადობას გმობს და საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია.

"ვაკვირდები ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა გამოვხატო ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.

ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მხარს დავუჭერ საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია გულგრილი დარჩე იმის მიმართ, რაც ახლა ხდება საქართველოში. საქართველო იმსახურებს ერთობას და იყოს ევროპის ნაწილი.

მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი
ხალხი. ვიცი, რომ მსგავსი მოვლენები უკრაინაშიც მოხდა და იმედი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება", - თქვა ნონიკაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 27 /
შენ დღეს ფეხბურთს კი არ უნდა თამაშობდე ფრონტის წინა ხაზზე უნდა იყო თუ ასეთი პატრიოტი ხარ მაგ ქვეყნის. ვის რაში სჭირდება შენი ფეხბურთელობა დღეს
ქართველი ევროპელი
19:55 15-12-2024
1
პოლიტიკური შეხედულებები თბილისში რომ ჩამოხვალ, მაშინ გვამცნე!...
კობა
16:44 04-12-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული