ეროვნული ლიგა 2. XVII ტური: ბათუმის "დინამომ" "გაგრა" გაანადგურა და გალიდერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურში "ვიტ ჯორჯია" მარტვილში 1:2 დამარცხდა "სამგურალთან" და ლიდერობა დაკარგა. ანგარიში 38-ე წუთზე წყალტუბოელთა ნახევარმცველმა ივანე კილაძემ გახსნა, შემდეგ"ვეტერინარმა" ბექა კაკუშაძემ საპასუხო გოლი გაიტანა. 90+4-ე წუთძე კი შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ გამარჯვება "სამგურალს" მოუპოვა.

თბილისური გუნდის ფეხის დაცდენით ბათუმის "დინამომ" ისარგებლა, რომელმაც საკუთარ მოედანზე "გაგრას" 3:0 სძლია და პირველ ადგილზე დამკვიდრდა. ამ შეხვედრაში გოლები გაბრიელ რამოსმა, ჯოვინო ფლამარიონიმ და ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანეს.

სხვა შეხვედრებში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა:
შევარდენი - შუქურა 1:2
ცხინვალი - მერანი 1:0
ნორჩი დინამო - თელავი 1:1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0