მიხეილ მუჯრიშვილი - მეკარე. სიმაღლე 181 სმ, 34 წლის გამოცდილი მეკარე ბოლოს ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა.
დავით ბოლქვაძე - ნახევარმცველი, 38 წლის, ბოლო კლუბი - მარტვილის "მერანი''.
ბესო დეკანოიძე - ნახევარმცველი, 26 წლის. ბოლოს ბათუმის "დინამოში" თამაშობდა.
გიორგი ბერიაშვილი - თავდამსხმელი, ბოლო კლუბი ბოლნისის "სიონი".
გივი ქარქუზაშვილი - მცველი, 31 წლის, ბოლო კლუბი "სამტრედია".
ლაშა ჯაფარიძე - მცველი, 33 წლის,
გიორგი კახელიშვილი - შემტევი ნახევარმცველი, 31 წლის, ბოლო კლუბი ფოთის "კოლხეთი''.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდი 8 ფეხბურთელმა დატოვა - ბაჩო მიქავა, რაფაელ ჩუკურა, გიორგი ტყეშელაშვილი, ვლადიმერ ჯოჯუა, ზურა ძამსაშვილი, გიორგი მელქაძე, ბექა ბეროშვილი, ბესიკ ჩიმაკაძე.
გადახალისებული "ნორჩი დინამო" ხვალ ბათუმში "შუქურას" ხვდება.