
ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება დაიწყო და უკვე 6 ახალწვეული ჰყავს.
ახალი სეზონიდან თბილისურ კლუბში "ლოკომოტივის" აწ უკვე ყოფილი მეკარე, 30 წლის რევაზ თევდორაძე იასპარეზებს. ასევე "მერანის" ღირსებას დაიცავენ - რაფაელ ჩუკვურა (მცველი), გიორგი მიქაბერიძე, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი დათუნაშვილი (ნახევარმცველები), გიორგი ნიქაბაძე (თავდამსხმელი).
"ნორჩმა დინამომ" ეროვნული ლიგა 2-ის გასულ სეზონში 51 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.
"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს