"მერანმა" მარტვილში 3:1 მოუგო "გაგრას". ანგარიში პირველ ტაიმში მარტვილელმა დავით ციცხვაიამ გახსნა, შესვენების შემდეგ კი რატი ცაცქრიალაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ვანო კურდღელაშვილმა 88-ე წუთზე პენალტით დალაშქრა ვადიმ შევჩუკის კარი, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მან დუბლი შეასრულა.
გადახალისებული "ნორჩი დინამო" ბათუმში 87-ე წუთამდე "შუქურას" 2:1-ს უგებდა (ანგარიში ქობულეთელმა ომარ ბულუხაძემ გახსნა, შემდეგ თბილისელებმა ზურან