"შობას გილოცავთ" - სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელის გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ის მამაკაცს კოცნის, დიდი გამოხმაურება გამოიწვია

AutoSharing Option
"კალიარის" 28 წლის ჩეხი ნახევარმცველი იაკუბ იანკტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მამაკაცს კოცნის და მსოფლის შობის დღესასწაული მიულოცა.

იანკტომ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში პრაღის "სპარტაში" თამაშის დროს განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და ამის დაფარვა აღარ სურდა.

ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ კი მან საზოგადოებისგან არაერთი მხარდამჭერი კომენტარი მიიღო. იანკტო გახდა სერია A-ში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საჯარაოდ აღიარა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა.

ჩეხი მიმდინარე სეზონში მოედანზე არცერთი წუთით არ გამოჩენილა. მას
წარსულში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაღის "სპარტაში", "ხეტაფეში", "სამპოდორიაში", "უდინეზესა" და "ასკოლიში" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ერთი თვეა რუსთაველზე მაგის გულისთვის გამოდის ხალხი.გათხოვილ კაცებს თვალებში შასციცინებენ და ტაშს უკრავენ
რა იყოთ რა ქვეყანა შაჰყარეთ?
18:09 30-12-2024
0
უცბად წარმოვიდგინე რო ჩვენს კრისტალბეთლიგაში ასეთი უღირსი საქციელი ჩაიდინოს ვინმემ, ოი დედასა მტრისასა!!!
მოკლედ ამ ნაგავს არ მივიღებთ!
ილიავარ...
09:38 29-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული